„გალტ & თაგარტის” ახალი კვლევა - რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს ენერგოსექტორი
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:13, 20 May, 2016     1608
გალტ & თაგარტმა საქართველოს ენერგოსექტორის შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევაში განხილულია საქართველოს ენერგოსექტორში არსებული მდგომარეობა, მოსალოდნელი ცვლილებები და გამოწვევები.

კვლევაში საუბარია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საქართველოს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივა. აღსანიშნავია, რომ ელექტროგადამცემი სისტემის მდგრადობის გაზრდის მიზნით, მომავალი ათი წლის მანძილზე საქართველოს ელექტროგადამცემ ინფრასტრუქტურაში იგეგმება 809 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია. ახალი და რეაბილიტირებული გადამცემი ხაზები კი ქსელში დამატებით 4,000 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ინტეგრაციის საშუალებას მისცემს ქვეყანას, რაც მნიშვნელოვანია როგორც არსებული ასევე პოტენციური ინვესტორებისათვის.

კვლევაში აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობისა და თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის ფასების ვარდნის ფონზე, ენერგოსექტორი კვლავ მიმზიდველ ინვესტიციად რჩება. ამ ეტაპზე ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზე 27 ჰიდრო ელექტრო სადგური და ერთი ქარის ელექტროსადგურია, 3.2 მილიარდი დოლარის საერთო საინვესტიციო ღირებულებით.

ეს კვლევა განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების პერსპექტივებით; იმითი, თუ რა ტენდენციებია ამჟამად ბაზარზე როგორც მიწოდების, ასევე მოხმარების მხრივ; როდისთვის არის მოსალოდნელი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა; რა როლს თამაშობს სექტორის განვითარებაში თურქეთის ბაზარზე არსებული ფასები და რას უნდა ველოდოთ მომავალში, საქართველოს ენერგოგაერთიანების წევრის სტატუსის მიღებისა და ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის შედეგად.

„გალტ & თაგარტი“ მუდმივად აკვირდება საქართველოში წამყვან ეკონომიკურ სექტორებს; მკითხველს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის პროდუქტს, მათ შორის საქართველოს და აზერბაიჯანის ეკონომიკების ყოველკვირეულ მიმოხილვას. ენერგეტიკის სექტორზე კი „გალტ & თაგარტი“ ყოველთვიურად აქვეყნებს „ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა“-ს.

ენერგოსექტორის კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.gtresearch.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42