განცხადებაში, რომელიც მან სოციალირ ქსელში გაავრცელა, ნათქვამია, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს ქცევებმა და „მასში რწმენის დაკარგვამ“ იქონია.
„ვტოვებ მთავრობას და ქსენეთს. ვაპირებ , პოლიტიკურ კარიერაში ცოტა დავისვენო“ - ნათქვამია განცხადებაში.
კონფლიქტი, ისრაელის პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს შორის, მარტის ბოლოს, ჰებრონში მომხდა ინციდენტს უკავშირდება - წერს Jerusalem Post-ი.
24 მარტს ებრაელმა ჯარისკაცმა ცეცხლი გაუხსნა დაჭრილ პალენსტინელს, რომელიც მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.
ნეთანიაჰუმ ჯარისკაცის ქმედებას დაუჭირა მხარი, იალონმა კი საკითხის მორალურ-ეთიკურ მხარეზე ისაუბრა და სამხედროს მხრიდან მსგავსი ქმედებების დაუშვებლობის შესახებ განაცხადა.
გავრცელებული ცნობით, შესაძლოა, ისრაელის პრემიერმა იალონს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა შესთავაზოს.
მასალის გამოყენების პირობები






