სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ეგვიპტის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგრეთის, კვიპროსის, იტალიისა და აშშ-ის გემები და ავიაციაა ჩართული.
ავიაკომპანია Egypt Air-ის კუთვნილი სამგზავრო Airbus A320, რომელიც ფრენას პარიზიდან ქაიროს მიმართულებით ასრულებდა , კაიროს საჰაერო სივრცესთან მოახლოებისას გუშინ გაუჩინარდა.
თვითმფრინავის ბორტზე 66 ადამიანი - 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.
ავიაკომპანიის წარმომადგენელის განცხადებით, გაუჩინარებიდან დაახლოებით 2 საათში განგაშის სიგნალი დაფიქსირდა.
საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის, პანოს კამენოსის განცხადებით, გაუჩინარებამდე, ეგვიპტური ავიაკომპანიის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა რამდენიმე მკვეთრი მანევრი გააკეთა და დაშვება დაწყო.
ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის შარიფ ფატჰის განცხადებით კი, ეგვიპტური ავიაკომპანიის კუთვნილისამგზავრო ლაინერის გაუჩინარების მიზეზი ტერაქტი ან მექანიკური დაზიანება უფროა, ვიდრე ტექნიკური გაუმართაობა.
მასალის გამოყენების პირობები






