20 მაისის ანონსი
ანონსი - 21:17, 19 May, 2016     970

10:00 საათზე - მულტიმედია განათლების ცენტრში, გაიმართება კონფერენცია: „თბილისის ურბანული განვითარების გამოწვევები: დიალოგი ეფექტიანი პოლიტიკისათვის“.

კონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი დეივიდ სტოუნჰილი და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ ხელმძღვანელი თამარ ქაროსანიძე გახსნიან.

მის: ალექსანდრე ჭავჭავაძის ქ. #10ა

10:00 საათზე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია ''ინოვაციები ბიზნესში, განათლებასა და მეცნიერებებში'' გაიმართება.

10:30 საათზე - საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დააჯილდოებს იმ სტუდენტებს, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა".

მის: თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი) თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ

მედიის წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტი.

გასვლა ფინანსთა სამინისტროდან 10:00 საათზე (გორგასლის ქ.#16)

10:30 საათზე - სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში შომბი შარპი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის დაწყების შესახებ განაცხადებენ. პრესკონფერენციას ასევე დაესწრებიან მედიამონიტორინგის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციები: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ”ინტერნიუს - საქართველო” და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

10:45 საათზე - სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა ეკონომიკური საბჭოს მდივანთან, ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან.

11:00 საათი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში სერგო რატიანის პრესკონფერენცია გაიმართება

11:00 საათზე - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს იწყება და მზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის (მედიის წარმომადგენლებს ლეპტოპების მომზადების პროცესის გადაღების შესაძლებლობა ექნებათ).
მის: მინდელის ქ. N9, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
საკონტაქო პირი თეიკო ანჯაფარიძე - 577 500 935

11:00 საათზე - ვაკის პარკის მედიათეკაში ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილი ქართველი სამხედროების მემორიალური დაფების პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიება თბილისის მერიის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან თანამშრომლობით იმართება.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან.

11:00 საათზე, „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საარჩევნო გარემო და პარლამენტში ახალი თემატური უმრავლესობის შექმნა გერმანული მოდელის მხარდაჭერისთვის; საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი და მოსალოდნელი ვეტო; „კაბელების თემაზე“ მსჯავრდებულთა შეწყალება და „ეროვნული ფორუმის“ ინიციატივა; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" საპარლამენტო ფრაქცია "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს.

მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული

საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

11:00 საათზე - ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში „ჯანმრთელობის კვლევის კავშირი“ წარმოადგენს კვლევის ანგარიშს, რომელიც აფასებს ფსიქიატრიული სათემო მომსახურების ეფექტურობას ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისთვის.

მის: ჭოველიძის ქ. #10

საკონტაქტო პირი ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999

11:30 საათზე - „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ანი მიროტაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „ეროვნული ფორუმი“ ე.წ. გერმანული მოდელის მხარდასაჭერად; საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი და მოსალოდნელი ვეტო; „კაბელების თემაზე“ მსჯავრდებულთა შეწყალება და „ეროვნული ფორუმის“ ინიციატივა; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 საათზე - ვაკის პარკის მედიათეკაში ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილი ქართველი სამხედროების მემორიალური დაფების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან.

11:30 საათზე - „პირველის პრესკლუბში" მცხეთის გამგებლის პირველი მოადგილე მადონა ჯიქია ბრიფინგს გამართავს.

თემა: მცხეთის გამგებლისა და მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მხრიდან გამოთქმული ბრალდება მცხეთის რაიონში განუხორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით.

მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული

საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

12.00 საათზე - ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ოფისში ირაკლი ალასანია პარტიის ახალ წევრს, ვახტანგ მაჭავარიანს წარადგენს.

12:00 საათზე - საინფორმაციო სააგენტო ,,პირველის“ პრეს–კლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“–ს ვიცე პრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მომხმარებელთა უფლებები დაუცველია

მისამართი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნესცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული.

საკონტაქტო პირი: გიორგი კაპანაძე

13:00 საათზე - საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით სოფელ დიდგორში დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ადგილობრივების მონაწილეობით გაიმართება საზეიმო ღონისძიებები - კონცერტი, ჭიდაობის ტურნირი და ტრადიციული დოღი.

მისამართი: სოფელი დიდგორი

საკონტაქტო პირები: თენგიზ ფოფხაძე 591 015270 ნინო გულბათაშვილი 595 169163

14.00 საათზე - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან დაკავშირებით პრეზენტაციას წარმოადგენს.

მის: თავისუფლების N2

15:00 საათზე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

15:00 საათზე - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42