გთავაზობთ ყოფილი ვიცე პრეზიდენტის 15 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებას:
,,ძალიან დიდი ხანია, განათლების სამინისტრო სხვადასხვა გზით ცდილობს გავლენები მოიპოვოს უნივერსიტეტზე. ეს გამოიხატებოდა ყოველ არჩევნებზე, რაც კი თსუ-ში ჩატარებულა. ბევრი ცუდი ნაბიჯის მიუხედავად აწ უკვე გადამდგარ რექტორს, ბატონ ლადო პაპავას არ უნდა დავუკარგოთ ის, რომ ყოველთვის საუბრობდა ამ საკითხზე საუნივერსიტეტო საზოგადოებაში და შეძლებისდაგვარად ეწინააღმდეგებოდა.
2015 წლის ოქტომბერში, მაშინ, როცა სტუდენტური თვითმმართველობა მართავდა საპროტესტო აქციებს უნივერსიტეტში სხვადასხვა საკითხზე და მათ შორის რექტორის გადადგომის მოთხოვნით, განათლების სამინისტრო ჩაერია, როგორც მედიატორი, მაგრამ სამუშაო რეჟიმი მალევე გადაიზარდა სტუდენტური თვითმმართველობის იარაღად ქცევის მცდელობაში, რითაც იდეაში განათლების სამინისტროს გავლენები უნდა გაეძლიერებინა უნივერსიტეტში. ამ ყველაფერს მალევე მივხვდით და წინააღმდეგობა გავუწიეთ რათქმაუნდა, რამაც გამოიწვია ის, რომ მაშინ განათლების სამინისტრომ მიგვაწერა შავი სიის თავში და შეწყვიტა ჩვემთან საუბარი, რაც ეხებოდა მატერიალური სარგებელის მოტანას უნივერსიტეტისათვის.
როდესაც ტარდებოდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები, რათქმაუნდა განათლების სამინისტროს ჰყავდა თავისი კანდიდატი (სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ რადგან ჩავლილი ამბავია), ირეკებოდა სამინისტროს სახელით სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში, რომ მხარი დაეჭირათ მოცემული კანდიდატისთვის, მაგრამ მისი გაყვანა ვერ მოხერხდა. ამ პროცესებით დაკავებულ სამინისტროს გამორჩა კანდიდატების დარეგისტრირება აკადემიურ საბჭოში და ვინც დაარეგისტრირა ისინიც ვერ გაიყვანა, მათ შორის ქალბატონი ირინე დარჩია (სამინისტროს უმაღლესი განათლების და მეცნერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი) რომელმაც ასევე ვერ მოახერხა დიდი მცდელობის მიუხედავად გამარჯვება.
არ ვსაუბრობ კარგია თუ ცუდი, უბრალოდ ვხსნი ფაქტს.
რატომ არის ასე მონდომებული განათლების სამინისტრო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წამომადგენლების აკადემიურ საბჭოში შეყვანით და უკვე წარმომადგენლობით საბჭოშიც?
პასუხი: იმიტომ, რომ მათ აფინანსებს სახელმწიფო და იმ იმედით, რომ ინსტიტუტებს არ მოუნდებათ განათლების სამინისტროს განაწყენება, მათი 16 წარმომადგენელი აქტიურად დაიცავს აკადემიურ საბჭოში განათლების სამინისტროს ინტერესებს.
რატომ დათანხმდა ინიციატივას, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არ ქონდეს რექტორის არჩევნებში მონაწილეობის უფლება?
პასუხი: რათქმაუნდა იმიტომ, რომ პერსპექტივაშივე მოიშორონ ადამიანი, რომელმაც მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მოიგო ძალიან დიდი უპირატესობით და ძალიან დიდი საფრთხეა, რომ დადგომის შემთხვევაში რექტორიც გახდეს. ეს კი კლავს განათლების სამინისტროს კადრის გარექტორებას პერსპექტივაშივე.
რატომ ერევა უნივერსიტეტის თვითმმართველობის საკითხში ქირურგიულად და რატომ უკლავს უნივერსიტეტს თავისუფალ არჩევანს თვითმმართველობის საკითხში?
პასუხი: იმიტომ, რომ თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა არ გახდა მოკავშირე ზემო აღნიშნული ბინძური თამაშებისა და პირიქით იყო ხელისშემშლელი ძალიან დიდი ძალა.
დღეს რას ვხედავთ?
ვხედავთ იმას, რომ გაწბილებული განათლების სამინისტრო თავის ირინა დარჩიებით და აუდიტორია 115 ში თავმოყრილი თვითმმართველობაზე განაწყენებით (რაშიც ალბათ ჩვენი დანაშაულიც არის) დაბრმავებული, ავტონომიის მტრად ქცეული სტუდენტებითურთ ზეიმობს შეთანხმებას, რომლის ერთადერთი მიზანი, რაც არ უნდა კარგად შევფუთოთ , ნათლად ჩანს, რომ არის თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის, როგორც დამოუკიდებელი, არაკონტროლირებადი, კონსტრუქციული ძალის მოშლა და მოშორება. ამაში კი ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი ჩვენივე უნივერსიტეტის და ზოგადად სტუდენტების მონაწილეობაა."
მასალის გამოყენების პირობები






