ეგვიპტური ლაინერის გაუჩინარებაში ტერაქტის ალბათობა უფრო დიდია, ვიდრე ტექნიკური გაუმართაობის - ეგვიპტის ავიაციის მინისტრი
მსოფლიო - 17:26, 19 May, 2016     2451

ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის შარიფ ფატჰის განცხადებით, ეგვიპტური ავიაკომაპიის კუთვნილი სამგზავრო ლაინერის გაუჩინარების მიზეზი ტერაქტი ან მექანიკური დაზიანება უფროა, ვიდრე ტექნიკური გაუმართაობა.

„როიტესრის“ ცნობით, ამის შესახებ მინისტრმა კაიროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სანამ ლაინერის ნამსხვრევები ნაპივნი არ იქნება, თვითმფრინავი გაუჩინარებულად ითვლება.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ეგვიპტის სპეცსამსახურების თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

ავიაკომპანია Egypt Air-ის კუთვნილი სამგზავრო Airbus A320, რომელიც ფრენას პარიზიდან ქაიროს მიმართულებით ასრულებდა , კაიროს საჰაერო სივრცესთან მოახლოებისას გაუჩინარდა.

თვითმფრინავის ბორტზე 66 ადამიანი - 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.

ავიალაინერის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილად საბერძნეთის კუნძულ კარპატოსის მიმდებარე ტერიტორია მიიჩნევა. სამძებრო ოპერაციაში საბერძნეთისა და ეგვიპტის შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ. გემებისა და თვითმფრინავების გაგზავნის შესახებ საფრანგეთმაც განაცხადა.

ავიაკომპანიის წარმომადგენელის განცხადებით, გაუჩინარებიდან დაახლოებით 2 საათში განგაშის სიგნალი დაფიქსირდა.

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის, პანოს კამენოსის განცხადებით, გაუჩინარებამდე, ეგვიპტური ავიაკომპანიის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა რამდენიმე მკვეთრი მანევრი გააკეთა და დაშვება დაწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42