გაუჩინარებამდე, ეგვიპტურმა სამგზავრო თვითმფრინავმა რამდენიმე მკვეთრი მანევრი გააკეთა
მსოფლიო - 16:55, 19 May, 2016     16752

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის, პანოს კამენოსის განცხადებით, გაუჩინარებამდე, ეგვიპტური ავიაკომპანიის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა რამდენიმე მკვეთრი მანევრი გააკეთა და დაშვება დაწყო.

მისი თქმით, რადარებიდან გაქრობამდე თვითმფრინავი ეგვიპტის საჰაერო სივრცეში 11,3 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.

“ ეგვიპტის საჰაერო სივრცეში შესვლისთანავე ლაინერმა მანევრების კეთება დაიწყო, კერძოდ: მარცხნივ 90 გრადუსით, შემდეგ 360 გრადუსით მარჯვნივ, შემდეგ 11 ათასი კილომეტრის სიმაღლიდან 3 ათას კილომეტრის სიმაღლემდე დაეშვა, რის შემდეგაც გაუჩინარდა” - განაცხადა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა.

ეგვიპტის ხელისუფლებამ თვითმფრინავის ჩამოვარდნა ოფიციალურად დაადასტურა. ავიალაინერის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილად საბერძნეთის კუნძულ კარპატოსის მიმდებარე ტერიტორია მიიჩნევა. სამძებრო ოპერაციაში საბერძნეთისა და ეგვიპტის შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ. გემებისა და თვითმფრინავების გაგზავნის შესახებ საფრანგეთმაც განაცხადა.

ავიაკომპანია Egypt Air-ის კუთვნილი სამგზავრო Airbus A320, რომელიც ფრენას პარიზიდან ქაიროს მიმართულებით ასრულებდა , კაიროს საჰაერო სივრცესთან მოახლოებისას გაუჩინარდა.

თვითმფრინავის ბორტზე 66 ადამიანი - 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.

ავიაკომპანიის წარმომადგენელის განცხადებით, გაუჩინარებიდან დაახლოებით 2 საათში განგაშის სიგნალი დაფიქსირდა.

ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი შერიფ ისმაილი არ გამორცხივს, რომ ავიაკომპანია Egypt Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის გაუჩინარება, ტერორისტულ აქტთან იყოს დაკავშირებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42