ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი შერიფ ისმაილი არ გამორცხივს, რომ ავიაკომპანია Egypt Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის გაუჩინარება, ტერორისტულ აქტთან იყოს დაკავშირებული.
ამის შესახებ პრემირმა ქაიროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, კავშირშია თუ არა შემთხვევა ტერორისტებთან, მინისტრმა უპასუხა, რომ ის არც არაფერს გამორიცხვას და არც ადასტურებს.
ეგვიპტის ხელისუფლებამ თვითმფრინავის ჩამოვარდნა ოფიციალურად დაადასტურა. ავიალაინერის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილად საბერძნეთის კუნძულ კარპატოსის მიმდებარე ტერიტორია მიიჩნევა. სამძებრო ოპერაციაში საბერძნეთისა და ეგვიპტის შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ.
ტერაქტის ვერსიაზე საუბრობენ ქსპერტებიც. სააგენტო AFP-სთან საუბრისას, ექსპერტები ავიაციის საკითხებში აცხადებენ, რომ ეგვიპტური ავიაკომპანიის კუთვნილი ლაინერის გაუჩინარება შესაძლოა, ბორტზე განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა გამოიწვია.
როგორც ექსპერტი ჯერარდ ფილდცერი აცხადებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლაინერ A320-ს ტექნიკური სახის პრობლემები ჰქონოდა. თვითმფრინავი 2003 წლიდან არის ექსპლუატაციაში.
ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ლაინერის ფრენის დროს კარგი კლიმატური პირობები იყო, გარდა ამისა Egyptair-ი მაღალი დონის ავიაკომპანიაა, რომელსაც ოპერირების უფლება ევროპაშიც აქვს.
ავიაკომპანია Egypt Air-ის კუთვნილი სამგზავრო Airbus A320, რომელიც ფრენას პარიზიდან ქაიროს მიმართულებით ასრულებდა , კაიროს საჰაერო სივრცესთან მოახლოებისას გაუჩინარდა.
თვითმფრინავის ბორტზე 66 ადამიანი - 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფება.
თავის მხრივ, ავიაკომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაუჩინარებიდან დაახლოებით 2 საათში განგაშის სიგნალი დაფიქსირდა.
ეგიპტური ავიაკომპანიის განცხადებით მგზავრებს შორის ერთი ახალშობილი და ორი ბავშვია.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მგზავრებს შორის არიან ეგვიპტის საუდის არაბეთის, ერაყის ბრიტანეთის და საფრანგეთის მოქალაქეები.
მასალის გამოყენების პირობები






