ოკუპაციის კანონში ცვლილების შეტანის არც მიზეზი და არც აუცილებლობა არ არსებობს
პოზიცია - 12:10, 17 Apr, 2013     2331

 

კერძოდ, თუ საკითხი სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ეხება. ეს კი მკვეთრად განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური კურსის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტმა ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. მის თანახმად დააფიქსირდა, რომ საქართველო მხოლოდ ევრო-ატლანტიკური სამყაროსკენ მიისწარფის.

 

როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია და ქვეყანაში უკვე არსებულ 200-ზე მეტ პოლიტიკურ პარტიასა და მოძრაობას ემატება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, რომელნიც აცხადებენ, რომ იქნებიან მკვეთრად პრორუსულები და საგარეო პოლიტიკაში მათი მიზანი სწორედ საქართველოს ჩრდიოლეთისკენ მიმავალ გზაზე დაბრუნებაა, მიზანშეწონილი და აუცილებელიცაა, რომ ეს პოზიცია საქართველოს დასავლური კურსი კონსტიტუციაში შესაბამისი მუხლით იყოს გამყარებული. რაც, თავის მხრივ უზრუნველჰყოფს რომ მომავალში არ მოხდეს ამ კურსიდან გადახვევა.
ამ ეტაპზე საუბარი შეეხება კანონს ოკუპაციის შესახებ,რომელშიც ახალი ხელისუფლება გარკვეული ცვლილებების შეტანას აპირებს. იგი განსაზღვრავს საქართველოს პოზოციას როგორც უშუალოდ ოკუპირებული ტერიტორიების, ასევე საერთოდ ქვეყნის დამოუკიდებულობის, მისი საზღვერების, აქედან გამომდინარე კი სუვერენიტეტის მიმართ.

 

აქვე, საინტერესოა ის გარემოება, რომ ასეთ მნიშვნელოვან კანონში ცვლილების შეტანა მხოლოდ ერთი ადამიანის ნება–სურვილის გამო კეთდება. ამას ცხადჰყოფს პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტაცია. ამ კიპაში არის განმარტებითი ბარათი, რომელშიც ნათლად არის დაფიქსირებული, რომ რომელიმე სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაციას, ასევე ექსპერტებს მონაწილეობა ამ ცვლილებების განხილვაში არ მიუღია და შესაბამისად არც მათი რეკომენდაციებია.

 

ბევრად საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ ამ კანონის შეცვლის საჭიროება დადგა სისხლის სამართლის კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობით. ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ამ კანონში ცვლილების ავტორიც იგივე პიროვნებაა. სრული სურათისათვის ერთსაც დავუმატებთ: როგორც პარლამეტში წარდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის მიზეზი ამ კანონის ლიბერაზია და აქედან გამომდინარე ადმინისტრაციულ სამართალში ცვლილების შეტანა გახდა. სამართლიანობისათვის უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ უკანასკნელის ავტორიც იგივე პირია. საუბარია რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრზე ბატონ პაატა ზაქარეიშვილზე.

 

აღსანიშნავია, რომ ამ კანონში შერბილების რაიმე სახით შეტანა შემდგომში გამოიწვევს ამ კანონის თანდათან საბოლოო გაუქმებას. ამისი წინაპირობები კი უკვე არსებობს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

 

ვნახოთ რა ცვლილებებზეა საუბარი.

 

როგორც ავღნიშნეთ, ცვლილების მიზანს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაცია. ანუ, ზაქარეიშვილის წინადადებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან შესვლით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა პირველ ჯერზე უნდა ისჯებოდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონით – ჯარიმა 400 ლარი. რაც შეეხება შემდგომ დარღვევებს, ისინი უკვე დაისჯება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით და ითვალისწინებს პატიმრობას.

 

შედარებისათვის,ვნახოთ თუ რას ითვალისწინებს მოქმედი კანონი. იგივე დანაშაული ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით.

 

ეხლა დავუკვირდეთ რომელი ვარიანტია უფრო ლიბერალური და ამავე დროს არანაირად ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას.

 

სანამ შეფასებებს გავაკეთებდეთ დავსვათ ორი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზე გაცემული პასუხი მკაფიო განმარტება იქნება იმისა, საერთოდ საჭიროა თუ არა ცვილებები ამ კანონში. მაშ ასე:

 

წარმოადგენს თუ არა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე გამავალი რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრის მონაკვეთები?

 

არ ვიცი როგორ თვლის ამას ბატონი პაატა, მაგრამ დარწმუნებული, ყველა ვთანხმდებით, და ამაში ეჭვიც არ მეპერაბა, რომ ეს მონაკვეთები წარმოადგენენ საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს. მითუმეტეს, ამ მხრივ არცერთ საერთაშორისო დოკუმენტში რაიმე სახის ვცლილება არ განხორციელებულა.

და მეორე შეკითხვა უკვე წმინდად სამართლის სფეროდან:

 

განეკუთვნება თუ არა სახელმწიფო საზღვრის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულთა კატეგორიას?

 

ალბათ, არ არსებობს დედამიწის ზურგზე არცერთი ქვეყანა, სადაც მისი საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების დარღვევა განეკუთვნებოდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კატეგორიას და არ ისჯებოდეს ამ კონკრეტული ქვეყნის სისხლის სამართლის კანონით.

 

ანუ ვთანხმდებით, რომ სახელმწიფო საზღვრის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კატეგორიას არ განეკუთვნება.

 

ისმის შემხვედრი კითხვა

 

რას მივიღებთ, თუ ეს შესწორებები ამ სახით შევა ძალაში?

 

პასუხი მარტივია, ჩვენ ვაღიარებთ, რომ საზღვრის იმ მონაკვეთზე, სადაც მისი დარღვევისათვის რჩება სისხლის სამართლის დანაშაულის რეჟიმი, აპრიორი საქართველოს სახელმწიფო საზღვარია. ხოლო იმ მონაკვეთებზე, რომლების დარღვევაზეც, თუნდაც პირველ ჯერზე, დგება ადმინისტრაციული დევნის საკითხი, ვითარებიდან გამომდინარე შესაძლებელია მომავალში დისკუსიებიც კი გავმართოთ. ანუ, ჩვენვე, რუსეთს (პირდაპირ, თუ ოკუპირებული რეგიონების მარიონეტულ რეჟიმს ამოფარებულს) ვუგზავნით სავსებით მკაფიო გზავნილს - მოდით ამ თემაზე ვისაუბროთ. ამით ჩვენ თვითონ ვხდით ამ ტერიტორიებს სადაოდ, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.

 

მნიშვნელოვანია ის გარემოება, თუ რატომ ითვლება ფსოუსა და რიკოთის მხრიდან, ანუ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, საქართველოში შემომსვლელისათვის ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დარღვევად. აქ ირი ვარიანტი უნდა განვიხილოთ.

 

პირველი - ადამიანმა გადმოკვეთა ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთზე არსებული რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, შემდეგ გადმოლახა ოკუპაციის ზოლი, შემოვიდა საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე და შემდგომ გადაწყვიტა ქვეყნის ოფიციალური გზით დატოვება. საზღვარზე მას აუცილებლად დააკავებენ, რადგანაც პიროვნებას პასპორტში არ გააჩნია ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის აღმნიშვნელი ჩანაწერი. ეს კი თავის თავად სახელმწიფოს ტერიტორიაზე არალეგალურად ყოფნის ფაქტს ადასტურებს, რაც არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო სამართლის ნორმებითაც სისხლის სამართლის დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება და ისჯება ჯარიმით, ან პატიმრობით. ამას კი უკვე განსაზღვრავს კონკრეტულ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობა.

 

მეორე ვარიანტი - პიროვნებამ გადმოკვეთა ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთზე არსებული რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, შემდგომ დატოვა საქართველოს ტერიტორია იგივე მიმართულებით (აქაც შეისაძლებელია სხვადასხვა შემთხვევების დაკონკრეტება, მაგრამ ვინაიდან შედეგი იგივეა, განვიხლოთ ზოგადი ვარიანტი) და შემდგომ შემოვიდა საქართველოში საჰაერო, საზღვაო, ან სახმელეთო (არაოკუპირებული) საზღვრის მხრიდან. ამ შემთხვევაში, თუ მას პასპორტში გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფნის აღმნიშვნელი ჩანაწერი, მის მიმართ გატარდება ანალოგიური ღონისძიებები, რაც ზემოთ უკვე აღვწერეთ. ხოლო თუ ასეთი ჩანაწერი არ არსებობს, მაშინ საერთოდ ვერავინ ვერაფერს გაიგებს, თუ ეს პიროვნება არ არის ჩართული სასაზღვრო კონტროლის შესაბამის ბაზის ე.წ. შავ სიაში.

 

მოდით დროებით აქ შევჩერდეთ და ოკუპაციის შესახებ კანონში შესატან შესწორების აუცილებლობის მიზებრივ და სამართლებრივ გარემოებებს შუალედური შეფასება მივცეთ.

 

1. არსებული კანონის ლიბერალიზაცია (შემსუბუქება) - როგორც ვნახეთ, შემოთავაზებული ცვლილებით კანონი უფრო მკაცრდება. ვინაიდან არსებულის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონის დარღვევას არეგულირებს სისხლის სამარათლის კოდექსი, არ არის მკაცრად განსაზღვრული თუ რამდენჯერ შეიძლება დაჯარიმდეს ადამიანი. ამ დროს შემოთავაზებული ცვლილება მხოლოდ ერთხელ აძლევს ამ უფლებას. ანუ არსებული კანონი უფრო ლიბერალურია და ოკუპაციის კანონის დამრღვევი დაჯარიმდეს, თუ პატიმრობა შეეფარდოს, ეს ოკუირებულ ტერიტორიებზე ყოფნისას პიროვნების საქმიანობიდან გამომდინარე უშუალოდ პროკურატურის, ბრალდეულის ადვოკატისა და სასამართლოს ურთიერთობის პრეროგატივაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯარიმა გარანტირებულია. ამასთან, რამდენჯერ დაჯარიმდება ერთი და იგივე პიროვნება, რეგლამენტირებული არ არის.

 

2. სამართლებრივი ასპექტი - როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, საერთაშორისო სამართალი სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთა და ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო, არალეგალური ყოფნა სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება და ითვალისწინებს ჯარიმას, რომელსაც შემდგომ პირის დეპორტაცია მოყვება; ან კიდევ პატიმრობას - რაც პირის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე საქმინობის შესწავლის შედეგების მიხედვით განისაზღვრება. ამ მხრივ არსებული კანონი სრულად შეეფარდება საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, რასაც ვერ ვიტყვით შემოთავაზებულ ცვილებების პროექტზე. უფრო მეტიც, შემოთავაზებული წინადადება სამართლებრივი კუთხით სახელმწიფო საზღვრის დიფერენცირებას ახდენს და პრაქტიკუალად სადაოდ ხდის საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებს.

 

როგორც ვხედავთ, მოქმედი კანონი უფრო ლიბერალურია, ვიდრე შემოთავაზებული განსახილველი ცვლილება. ამასთან, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, სადაც მკაცრად არის დაფიქსირებული, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე გამავალი რუსეთის საზღვარი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარს წარმოადგენს.

 

ამით მივედით იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ოკუპაციის კანონში ცვლილებების შეტანის მიზეზი - სისხლის სამართლის კანონის ლიბერალიზების მიზნით ამ კანონში ცვლილების შეტანა - ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. უფრო მეტიც, ეწინააღნდეგება ეროვნულ უსაფრთხოებასა და ნაციონალურ ინტერესებს, ასევე საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

 

რაც შეეხება ზაქარეიშვილის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებათა პაკეტს, სახეზეა სახემწიფო საზღვრის დარღვევის სამართლებრივი დევნის დიფერცირებისა და საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებიდან გაყვანის მცდელობა. ამ შესწორებების მიღება სადაოდ და ზედმეტ სავაჭრო თემად ხდის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრებს და გარკვეულწილად ხელს უწყობს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მარიონეტულ მთავრობებს საკუთარ ინტერესებში იმოქმედონ საერთაშორისო ასპარესზე. ამასთან, საქართველოსთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება მომავალში არაღიარების პოლიტიკის წარმატებით საწარმოებლად.

 

საბოლოოდ დავასკვენით, რომ ცვლილებების გატარების მიზეზი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, რადგანაც მიზეზი არ არსებობს, არც მისი მიღება წარმოადგენს რაიმე საჭიროებას. მითუმეტეს, როდესაც იგი საზიანოა და გადის საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებიდან.

 

აქ შეიძლებოდა დაგვესრულებინა საუბარი, მაგრამ გამოვტოვებდით ყველაზე მთავარს - ძირითად მიზეზს, რომლის გამოც სურს ზაქარეიშვილს ამ შესწორებების გატანა, რომელიც თავისი გადასახედიდან საკამოდ კარგად შეფუთა.

 

საქმე ეხება ოკუპაციის კანონის მე-4 მუხლში "დ" პუნქტის დამატებას.

 

ოკუპაციის შესახებ მოქმედი კანონის მიხედვით, თუ პირი ან ორგანიზაცია მოქმედებს საქართველოს ინტერესებში, რაც კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და ტერიტორიების დეოკუპაციის საქმეს ემსახურება, მაგრამ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შევიდეს კანონის დარღვევით, მაშინ ამაზე თანხმობას საქართველოს მთავრობა სამართლებრივი აქტით აძლევს. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტის თახმად, ასეთი თანხმობა უნდა გაიცეს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, უკანონოა. ვინაიდან, ამ შემთხვევაში, მთავრობა კანონზე მაღლა აყენებს თავს. ამასთან ერთად, ემატება საკმაო საფრთხეების შემცვლელი პუნქტი. რომლის თანახმად, თუ პირი ან ორგანიზაცია მოქმედებს საქართველოს ინტერესებში, რაც კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და ტერიტორიების დეოკუპაციის საქმეს ემსახურება, და ამის განსახორციელებლად უკვე იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კანონის დარღვევით, მათ ამაზე თანხმობის მიღება პოსტ-ფაქტუმ შეეძლებათ. ანუ კანონის დარღვევის შემთხვევაში, ვინაიდან არაფერია ნათქვამი დროის ფაქტორზე, ერთი წლის მერე შეგიძლია განაცხადო ამის შესახებ და მთავრობის განკარგულების საფუძველზე გეპატიება. შესაბამისად, თავისუფლად შეგიძლია ჩამოხვიდე საქართველოში.

 

მოდით ყოველგვარი ემოციების გარეშე ვნახოთ რა რეალობა გაგვაჩნია და რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დავდგეთ ამ ცვლილებების მიღებით:

 

1. რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ხმელეთის 20%-ზე მეტი და საზღვაო აკვატორიის დიდი ნაწილი;

2. ოკუპაციის კანონის დამრღვევების მიმართ საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიებზე სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება, რომელიც ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებს მისი საქმიანობიდან გამომდინარე;

3. ამ კანონის დამრღვევთა სიაში რუსეთის პოლიტიკოსები არიან დაწყებული პრეზიდენტით, მთავრობის პირველი და მეორე პირებით, რიგი დეპუტატებით და რუსეთის სპეცსამსახურების საფარქვეშ მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ეს არის ის მოცემულობა, რომლის რეალობის წინაშე დღეს ვდგავართ. ალბათ ადვილი წარმოსადგენია, ვისი ხილვის მომსწრენი გავხდებით ოკუპაციის შესახებ არსებულ კანონში რომ წარდგენილი ცვლილებები შევიდეს. არავის გაგვირკვიდეს, რომ შესწორებების ამ შინაარსით მიღების შემთხვევაში სადმე, მთაწმინდაზე ან კიდევ აბანოთუბანში, ან ბათუმში, სიღნაღში, რაბათის კომპლექსში, ქუთაისში შემთხვევით ლავროვს, კარასინს, ლუკაშევიჩს, ჟირინოვსკის, დუგინს, ზატულინს, მიტროფანოსვს, ან თვითონ პუტინსაც კი ცალცალკე აღებული ერთიანად ყველას გადავეყაროთ.

 

აბა რუსეთთან დათბობა როგორ იქნება, თუ პუტინს ჯერ კიდევ არაოკუპირებული თბილისი მთაწმინდიდან არ დავანახეთ და სურვილი კიდევ უფრო არ გავუმძაფრეთ. ამას, კი, ჯერ კიდევ ძალაში არსებული კანონი უკუპაციის შესახებ საშუალებას არ აძლევს. ამიტომაცაა საჭირო, პირველ ეტაპზე თითქოს მისი შერბილება, ხოლო შემდგომ მისი გაუქმება, რასაც აუცილებლად ოკუპირებული ტერიტორიებისათვის არსებული, ხოლო რუსეთისათვის ოკუპანტის სტატუსის მოხსნა მოჰყვება. თავის მხრივ საქართველოს მიერ ამდენი ხნის განმავლობაში წარმატებით წარმოებული არაღიარების პოლიტიკა კრახით დასრულდება და ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს როგორი შედეგების წინაშე დავდგებით. მაგრამ, ეს უკვე ცალკე თემაა...

 

გოჩა გვარამია

დამოუკიდებელი ექსპერტი
საზოგადოებრივი ორგანიზაცია - "კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა",

სპეციალურად "ნიუპოსტისთვის".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42