თვითმფრინავის ბორტზე 66 ადამიანი - 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფება.
ლაინერის გაუჩინარების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს.
როგორც „როიტერსი“ იტყობინება, ეგვიპტური ავიაკომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი სავარაუდოდ, ზღვაში ჩავარდა. ამავდროულად, ეგვიპტური სახელმწიფო გაზეთი „ახრამი“ წერს, რომ ლაინერს საგანგაშო სიგნალი არ განუხორციელებია, უკანასკნელი კონტაქტი პილოტთან კი გაუჩნარებამდე 10 წუთით ადრე მოხდა.
თავის მხრივ, ავიაკომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაუჩინარებიდან დაახლოებით 2 საათში განგაშის სიგნალი დაფიქსირდა. კომპანიამ ასევე დაადასტურა, რომ სამაშველო ჯგუფები იმ ადგილისკენ გაემართნენ, სადაც ლაინერი ბოლოს დაფიქსირდა.
ამავდროულად, ფრანგული სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ სამგზავრო ლაინერის გაუჩინარების მიზეზი შესაძლოა, ტერორისტული აქტიც იყოს.
ეგიპტური ავიაკომპანიის განცხადებით მგზავრებს შორის ერთი ახალშობილი და ორი ბავშვია.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მგზავრებს შორის არიან ეგვიპტის საუდის არაბეთის, ერაყის ბრიტანეთის და საფრანგეთის მოქალაქეები.
მასალის გამოყენების პირობები






