19 მაისის ანონსი
ანონსი - 21:05, 18 May, 2016     809

10:00 საათზე - საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე, ბოტანიკურ ბაღში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი II სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას „ბიომრავალფეროვნება და საქართველო” გახსნის.

საკონტაქტო პირი გია გაბრიჭიძე - 555 59 16 68

10:30 საათზე - „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ინტერპარტიული ჯგუფის წევრი ბაჩუკი ქარდავა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საარჩევნო გარემო და გერმანული მოდელი; საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი და პრეზიდენტის მხრიდან მოსალოდნელი ვეტო; „კაბელების თემაზე“ მსჯავრდებულთა შეწყალება; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

10:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ე.წ კაბელების საქმე, ეროვნული ფორუმის ინიციატივა, კანონპროექტი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" და სხვა მიმდინარე საკითხები.

მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

11:00 საათზე, ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ასეულის დონის პირველი საველე სწავლება გაიმართება, რომელსაც თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრება.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველი მედიის წარმომადგენლები ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე 10:30 საათზე უნდა მივიდნენ.

ღონისძიების გაშუქების მსურველი მედიის წარმომადგენლებისთვის თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, თავდაცვის სამინისტროსთან (სანაპიროს მხრიდან) 10:00 საათზე.

11:00 საათზე - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი და მოსალოდნელი ვეტო; „კაბელების თემაზე“ მსჯავრდებულთა შეწყალება და „ეროვნული ფორუმის“ ინიციატივა; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 საათზე, სასუტმრო „ჰოლიდეი ინნში“ სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

11:00 საათზე, ”ქორთიარდ მერიოტში” თხილის დარგის განვითარების მესამე ფორუმი გაიმართება, რომელიც ჩატარდება ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოქსფამ”-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით.

11:30 საათზე, "პირველის პრესკლუბში" "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: ე.წ კაბელების საქმე, კანონპროექტი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ", კანონი "ამნისტიის შესახებ", რომლის გამოც რამდენიმე ათეულმა უვადო პატიმრობამისჯილმა შიმშილობა გამოაცხადა და სხვა მიმდინარე საკითხები.

მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

12:00 საათზე, სასტუმრო ”თბილისი რუმსში” ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პერიოდული პუბლიკაციის „საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა“ პრეზენტაცია გაიმართება.

თემა: ლარის გაუფასურება და პოლიტიკის რეაგირება.

13:00 საათზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრებს შეხვდება.

თემა: არასამთავრობოების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები.

მის: ნ.ვაჩნაძის ქ. #7 (კოლმეურნეობის მოედანი)

საკონტაქტო პირი გვანცა კიკალიშვილი - 599 799 646

15:00 საათზე, ”თავისუფალ უნივერსიტეტში” იაპონელი პოეტის იასუჰირო იოცუმოტოს საჯარო ლექცია გაიმართება.

16:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ პრეზენტაცია გაიმართება.

16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მარნეულიდან პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ მონაწილე ნიჭიერ ხელოვანებს უმასპინძლებს.

19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მწერალ დიბისი პიერთა, შეხვედრა გაიმართება.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტის პროგრამა

09:45 საათზე - გამგზავრება საქართველოს პარლამენტში

10:00-10:45 საათზე - შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან

მის: (სათათბირო ოთახი. B კორპუსი, II სართული)

10:45 საათზე- გამგზავრება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

11:00-11:45 საათზე - შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან

11:45 საათზე - გამგზავრება საგარეო საქმეთა სამინისტროში

12:00-12:45 შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

14:45 საათზე - გამგზავრება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფისში

15:00-15:45 საათზე - შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან

15:45 საათზე- გამგზავრება საქართველოს თავდაცვის სამინისტოში

16:00-16:45 საათზე, შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან

16:50-17:40 საათზე - შეხვედრა ნატო-საქართველოს ტერნინგ ცენტრის წარმომადგენლებთან

17:40 საათზე - გამგზავრება მთავრობის ადმინისტრაციაში

18:00-18:45 საათზე - შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან

18:45 საათზე - გამგზავრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში

19:00-19:45 საათზე - შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთნ

19:45 საათზე - გამგზავრება საქართველოს პარლამენტში

20:00-20:10 საათზე - კომენტარი პრესისთვის

მის: B კორპუსი, II სართული, პრესბანერთან





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42