"ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია საეკლესიო სამართლის დარღვევას"- ბერი იერონიმოსი საპატრიარქოს განცხადებას ეხმიანება
რელიგია - 19:26, 18 May, 2016     10685

საბერძნეთში ბერად აღკვეცილი გიორგი ქათამაძე იგივე ბერი იერონიმოსი საქართველოს საპატრიარქოს მიერ დრეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ საბერძნეთის ეკლესიის მღვდელმსახურს საქართველოს ეკლესიის წევრების აღკვეცა საქართველოს საპატრიარქოს სათანადო ნებართვის გარეშე არ უნდა განეხორციელებინა:


"გვსურს, პირადად ჩემი ( ბერი იერონიმოსი (ქათამაძე) და ჩემი სულიერ ძმის, ბერის ირინეოსის (შენგელიას) სახელით გავაკეთოთ განცხადება, საქართველოს საპატრიარქოს, დღეს გავრცელებული გამოხმაურების შესახებ, რომელიც ჩვენ და ჩვენს აღკვეცას ეხება.
უპირველეს ყოვლისა, ვადასტურებთ შვილობრივ სიყვარულს, მოწიწებასა და ერთგულებას საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის, მისი მამამთავრის, უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორესადმი, წმიდა სინოდისა და საქართველოს საპატრიარქოსადმი. ჩვენ სადაც ვიქნებით და რა ხარისხშიც, მუდამ საკუთარ თავებს მოვიაზრებთ საქართველოს დედაეკლესიის შვილებად.
რაც შეეხება, საქართველოს საპატრიარქოს გამოხმაურებაში ნახსენებ ფრაზას "საქართველოს ეკლესიის წევრების აღკვეცა არ უნდა განეხორციელებინა ჩვენის მხრიდან სათანადო ნებართვის გარეშე" (იგულისხმება არქიმანდრიტი დიონისე (კოლუმბოკასი), აღნიშნულთან დაკავშირებთ შევნიშნავთ შემდეგს: ჩვენ საქართველოს ეკლესიის წიაღში არანაირი ხარისხი გაგვაჩნდა. მეტიც, ჩვენი სულიერი მოძღვარი აღკვეცამდე და აღკვეცის შემდეგ, გახლავთ არქიმანდრიტი დიონისე (კოლუმბოკასი), რომელმაც, როგორც თავისი სულიერი შვილები, მე და მათე შენგელია - აწ უკვე მამა ირინეოსი, აღვგკვეცა დიდ სამონაზვნო სქემებში. შესაბამისად, ხსენებული ქმედებით არქიმანდრიტ დიონისესა და ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია საეკლესიო სამართლის არცერთი მუხლის დარღვევას და ადმინისტრაციულ დონეზე ვიმყოფებით ელადის (საბერძნეთის) ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, რომელთანაც სრული ევქარისტიული კავშირი გააჩნია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
აქვე, დავსძენთ ეკლესია არის ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო, ხოლო ადგილობრივი დაყოფა მხოლოდ ადმინისტრაციული იერარქიული მმართველობისა და გეოგრაფიული ნიშნით ხდება. შესაბამისად, ჩვენ ვართ ქრისტეს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სულიერი შვილნი, დიდ სქემოსანი ბერები(რასაც სცნობს და აღიარებს საქართველოს საპატრიარქო), რომლებიც ვიმყოფებით ელადის (საბერძნეთის) მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციულ იურისდიქციაში.

ვითხოვთ შენდობასა და თქვენს წმიდა ლოცვებში მოხსენიებას.

ქრისტესმიერი სიყვარულით,

უღირსი ბერი + ირინეოსი (შენგელია)

უღირსი ბერი + იერონიმოსი (ქათამაძე)"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42