საქართველოს საპატრიარქოს გამოხმაურება ორი ქართველი ახალგაზრდის საბერძნეთში ბერად აღკვეცის გამო
რელიგია - 19:21, 18 May, 2016     25157

საბერძნეთში ორი ქართველი ახალგაზრდას ბერად აღკვეცის ფაქტს საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი სასულიერო პირი, რომელმაც აღნშნული ახალგაზრდების ბერად აღკვეცა განახორციელა არის საბერძნეთის ეკლესიის მღვდელმსახური და მას საქართველოს ეკლესიის წევრების აღკვეცა საქართველოს საპატრიარქოს სათანადო ნებართვის გარეშე არ უნდა განეხორციელებინა. საპატრიარქოს განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„უკვე სამი დღეა ინტერნეტ-სივრცეში დაიდო ინფორმაცია თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტ მათე შენგელიას და ახალგაზრდული ევროპარლამენტის წევრ, მეთორმეტე კლასის მოსწავლე გიორგი ქათამაძის შესახებ, რომლებიც საბერძნეთში არქიმანდრიტ დიონისეს (გვარად კოლუმბოკასი) მიერ დიდ სქემაში აღიკვეცნენ. პირადი საუბრებით ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, თითქოს ეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოხდა, რაც რეალობას არ შეესაბამება.

ეს ორი ახალგაზრდა ადრე სხვა და სხვა ღონისძიებაზე რამდენჯერმე ესტუმრა საპატრიარქოს. მათდამი იყო კეთილგანწყობა, მაგრამ აღნიშნულ თემაზე საუბარი არასოდეს არავისთან შემდგარა.

ახლახანს კი ისინი, უკვე აღკვეცილები წარუდგნენ მის უწმინდესობას სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს და იქ უთხრეს მომხდარის შესახებ.

შევნიშნავთ, რომ არქიმანდრიტი დიონისე (კოლუმბოკასი) არის საბერძნეთის ეკლესიის მღვდელმსახური და მას საქართველოს ეკლესიის წევრების აღკვეცა არ უნდა განეხორციელებინა ჩვენის მხრიდან სათანადო ნებართვის გარეშე; მით უმეტეს აღნიშნული პიროვნებები არიან 18-20 წლისანი და მორჩილად ყოფნის პერიოდიც არა აქვთ გავლილი.

არქიმანდრიტ დიონისესაგან ეს არის მორიგი სერიოზული დარღვევა და უხეში არასწორი ქმედება.

დიდ-სქემოსანმა ბერმა ირინეოსმა, (იგივე მათე შენგელიამ) და დიდ-სქემოსანმა ბერმა იერონიმემ (იგივე გიორგი ქათამაძემ) არჩევანი თვითონ გააკეთეს და ისინი ამიერიდან საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღარ ეკუთვნიან.»- აღნიშნულია განცხადებაში.


შეგახსენებთ ინტერნეტში გავრცელდა ევროპელ დიპლომატთა ასოციაციის დელეგატი ევროპის პარლამენტსა და ევროსაბჭოში, ყველაზე ახალგაზრდა ქართველი დიპლომატის 18 წლის გიორგი ქათამაძის წერილი, რომელშიც ის დედას ბერად აღიკვეცის შესახებ ატყობინებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42