როგორც გაირკვა, გამოძიება შეეხება არა მხოლოდ მაღალჩინოსნებს, არამედ თავად სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ანტისადოპინგო ორგანიზაციებს და ყველა იმ პირს, ვისაც დოპინგის გამოყენებით შესაძლოა, სარგებელი მიეღო.
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო (WADA) რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის დისკვალიფიკაციისა და მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის აკრედიტაციის ჩამორთმევის მოთხოვნით გასულ წელს გამოვიდა, როდესაც ანტისადოპინგო დამოუკიდებელმა კომისიამ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიამ 2014 წელს 1417 დოპინგ-სინჯი გაანადგურა და რუსი სპორტსმენების მხრიდან დარღვევების ფაქტები დამალა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მანიპულაციები რუსეთის სპორტის მინისტრის ვიტალი მუტკოს ბრძანებით ხდებოდა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური კი, ქვეყანაში დოპინგის სისტემატური გამოყენების ფაქტებს მალავდა და ანტისადოპინგო ლაბორატორიის საქმიანობაში ერეოდა.თუ რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის სისტემატურად გამოყენების ფაქტი დამტკიცდება, რუსი მძლეოსნები შესაძლოა, აგვისტოში დაგეგმილ რიოს ოლიმპიადას გამოეთიშონ.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ დოპინგ სკანდალის გამო ბოდიში მოიხადა.
მასალის გამოყენების პირობები






