რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთმა დღემდე ვერ შესძლო დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.
"ჩვენ განვითარების გარდამავალ ეტაპზე ვიმყოფებით, რუსეთმა ვერ მიაღწია სამართლებრივ სიმაღლემდე. ეს ათასწლეულების მანძილზე დაგროვილი სტერეოტიპების ბრალია, რომელთა შესაბამისადაც სამართალი არასდროს ყოფილა პირველ ადგილზე," - აცხადებს ვალერი ზორკინი.
მისი სიტყვებით, ახლაც არიან ქვეყანაში ე.წ. "საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები", რომლებიც აცხადებენ, რომ "სიმართლე" "კანონზე და სამართალზე" მაღლა დგას. ზორკინი შიშობს, რომ თუ ეს სტერეოტიპები არ დაიმსხვრა, სამართალმა და კანონმა არ გაიმარჯვა რუსეთში, ქვეყანაში შეიძლება "1917 წლის ისტორიული კატასტროფა" განმეორდეს.
ზორკინის განცხადებით, ეს უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს ეხება. ბოლო წლებში სასამართლოში 50 000 მდე საჩივარია შესული ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა მათზე გადაწყვეტიოლებები არა სამართლებრივ, არამედ კონიუნქტურულ ხასიათს ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები






