როგორც „ბიბისი“ წერს, თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, აღნიშნულ კანონპროექტთან პრეზიდენტ ობამას რამდენიმე სერიოზული კითხვა გააჩნია, ამიტომ რთული წარმოსადგენია, რომ ბარაკ ობამამ კანონპროექტს ხელი მოაწეროს.
“ტერორიზმის სპონსრების წინააღმდეგ მართლმსაჯულების” აქტი სენატის კომიტეტმა მიმდინარე წლის იანვარში დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში არ არის დასახელებული რომელიმე კონკრეტული ქვეყანა, რომელიც შესაძლოა, პოტენციური მოპასუხე გახდეს, ერ-რიადმა განაცხადა, რომ კანონის დმატკიცების შემთხვევაში შესაძლოა, აშშ-ის ეკონომიკაში მრავალმილიარდიან ინვესტიციებზე უარი განაცხადოს.
საუდის არაბეთის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულ ტერაქტებში რიამე როლი.
თეორია, 9/11-თან ერ-რიადის შესაძლო კავშირის შესახებ იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ავიალაინერების გამტაცებელი 19 ტერორისტიდან 15 საუდის არაბეთის მოქალაქე იყო.
მსხვერპლთა ნათესავები ცდილობდნენ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის, ასევე იმ ბანკებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რომლებიც ისლამისტების დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილი. თუმცა მცდელობა წარუმტებელი აღმოჩნდა, რადგან 1976 წელს მიღებული კანონის თანახმად, აშშ-ში სხვა ქვეყნებს ამერიკული სასმართლოების დევნისგან იმუნიტეტი იცავს.
სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი კი ითვალისწინებს, რომ ხელშეუხებლობით ვეღარ ისარგებლებენ ის ქვეყნები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აშშ-ის ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერაქტებზე, რის შედეგადაც ხალხი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






