ფოთში ერთიანი სავაჭრო ქსელის (TFS) ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:06, 18 May, 2016     2764
ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ერთიანი სავაჭრო ქსელის (TFS) ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს მთავრობის წევრები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელები, ვაჭრობაში ჩართული სუბიექტების წარმომადგენლები. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს:

„TFS“ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ჩართულ რგოლებს (კომპანიებს) შორის ინფორმაციის ელექტრონულად, ავტომატურ რეჟიმში გაცვლის სისტემაა. მასში ჩართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, დაზოგონ დრო, ფინანსები და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინრეჟიმში აწარმოონ ყველა ის ოპერაცია, რაც დაკავშირებულია საქართველოში ან/და საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვასთან. საჭირო დოკუმენტაციის ელექტრონულ რეჟიმში ავტომატურად გაცვლა მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცედურას, ტვირთების განბაჟების პროცესი კი უფრო სწრაფი და კომფორტული ხდება. ქსელი ყოველწლიურად 1 მილიონ ქაღალდის დოკუმენტს ჩაანაცვლებს, ბიზნესმენებს კი წლის განმავლობაში 4.5 მილიონი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს. ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოდინებას და კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს როგორც ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის რეპუტაციას, რაც, თავის მხრივ, წაახალისებს ეკონომიკის განვითარებას.

დღემდე ერთიანი სავაჭრო ქსელი საპილოტე რეჟიმში მუშაობდა. ამ პერიოდში გამოვლინდა და აღმოიფხვრა საოპერაციო ხარვეზები. ამჟამად სისტემა აერთიანებს ფოთისა და ბათუმის პორტებს, რამდენიმე საზღვაო ხაზს, საბაჟო ტერმინალსა და სატრანსპორტო კომპანიას. სისტემის ოფიციალურად გაშვების შემდეგ პროგრამაში ჩართული ახალი სუბიექტების რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს, რადგან საზღვაო ხაზების, საბაჟო ტერმინალებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენელთათვის უკვე ჩატარდა სპეციალური ტრენინგები ქსელის ფუნქციების გასაცნობად.

ერთიანი სავაჭრო ქსელი სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. ქსელი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერაა შექმნილი. პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდა. მასზე მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო. სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტები, გადამზიდავი კომპანიები, საბაჟო ტერმინალები, რკინიგზა, ექსპედიტორები და სხვ."- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42