08:30 საათზე - ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში ტანკსაწინააღმდეგო ჯავშანსატანკო სწავლება გაიმართება. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული მთავარი საბრძოლო ტანკიდან M1A2-დან და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „M2“-დან საბრძოლო გასროლებს განახორციელებენ. დაგეგმილია ასევე ქართულ-ბრიტანული ერთობლივი ოპერაცია - ასეულის შეტევა საბრძოლო სროლებით“.
10:00 საათზე - სასტუმრო რედისონში 17 ქვეყნის რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს რიგით 64 სხდომა გაიმართება.
საკონტაქტო პირი დაჩი ცაგურია 577 47 06 00
10:00 საათზე - ქალაქ ბათუმში, სასტუმროში ,,შერატონ ბათუმი“ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ადვოკატებისათვის ტრენინგი გაიმართება
მისამართი: სასტუმრო შერატონ ბათუმი, რუსთაველის ქუჩა #28, ქ. ბათუმი.
12:00 საათზე - ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“ გამართავს კვლევის „წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმების სახეები და უფლებამოსილებები“ პრეზენტაციას.
მისამართი: ქ.თბილისი, ჭოველიძის ქ. N10
12:00 საათზე - „პირველის“ პრეს–კლუბში, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას“ პრეზიდენტი შოთა გულბანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ლარის გამყარების პროცესის შენარჩუნება მის ლოგიკურ ნიშნულამდე მნიშვნელოვანია.
მისამართი: წერეთლის 115. დიდუბე პლაზა. მე–2 სართული.
12:00 - საათზე, ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ოფისში ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით დოპკორპუსთან შეხვედრა გაიმართება.
ტელ: 599 85 34 00
12:00 საათზე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
13:00 საათზე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
14:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წევრების შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის (UK Office of Budget Responsibility) ექსპერტებთან
თბილისი, "A" კორპუსი, ოთახი N015
15:00 საათზე - თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება
თემა: თიბისი ბანკის იპოთეკური ცენტრისა და დეველოპერული კომპანია m2-ის თანამშრომლობა.
მისამართი: ჭავჭავაძის #11, თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალი, თიბისი ბანკის იპოთეკური ცენტრი
მასალის გამოყენების პირობები






