საუდის არაბეთის მთავარი სასულიერო პირის, აბდულ აზიზ ბინ-აბდულა ალ-შეიხის განცხადებით, მანქანის მართვა ქალებისათვის კვლავ აკრძალული დარჩება რადგან , „ ეს ქალებისათვის საშიშია და მანქანის მართვამ ქალები შესაძლოა, ეშმაკებად გადააქციოს“.
ამის შესახებ დიდმა მუფტმა ერთ-ერთ რელიგიურ ტელეარხზე გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, თუკი ქალებს მანქანის ტარების უფლება მიეცემათ, ხშირად ოჯახის წევრებს არ ეცოდინებათ , სად იმყოფებიან ისინი.
ქალთა უფლებები საუდის არაბეთში დიდ პრობლემას წარმოადგენს. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ქალებმა შარშან მოიპოვეს.
რაც შეეხება მანქანის მართვას , საუდის არაბეთში მართვის მოწმობას ქალებზე არ გასცემენ.
საუდის არაბეთის დიდი მუფტი განსაკუთრებული რადიკალიზმით გამოირჩევა. რამდენიმე თვის წინ, მან მოქალაქეებს ჭადრაკის თამაში აუკრძალა, რადგა მისი აზრით ეს„მტრობასა და შუღლს“ წარმოაჩენს.
მასალის გამოყენების პირობები






