ბაღდადში, რამდენიმე წუთის წინ მესამე აფეთქება მოხდა, რომელსაც მინიმუმ 19 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 15 ადამიანი.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, აფეთქება სადრის რაიონში ბაზართან ახლოს მოხდა, სადაც ძირითადად შიტები ცხოვრობენ.
შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ბაღდადში დღეს სამი ტერაქტი განხორციელდა, რასაც საბოლოო მონაცემებით 63 ადამიანი ემსხვერპლა.
რამდენიმე საათის წინ, პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში, ალ-შააბის რაიონის ბაზარში აამოქმედა, რასაც 38 ადამიანი ემსხვერპლა.
მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა კი ბაღდადის სამხრეთ ნაწილში ამოქმედდა. დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ალ-შააბში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






