"ინფინიტის" მარკის ავტომანქანა მნიშვნელოვნად დაზიანდა. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც დაზიანების გარეშე გადარჩა. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, "ბავშვთა სამყაროსთან" ცოტა ხნის წინ მოხდა.
ძლიერმა ქარმა სახლიც დაანგრია. როგორც სააგენტო "ნიუპრესი" იტყობინება, შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე, #46-ში მოხდა.
სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევები სახლში მაცხოვრების მსუბუქ ავტომანქანას დაეცა. აღნიშნულ კორპუსში მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლი ამორტიზებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ძლიერმა ქარმა მისი ჩამონგრევის პროცესი დააჩქარა. შემთხვევის ადგილზე ქუთაისის საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა.
ქარმა ძირფესვიანად მოგლიჯა რამდენიმე ხე, ძირითადად, საღორიას ტყეში, რამაც ქუთაისი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
ქუთაისში ძლიერი ქარი ამ დრომდე ქრის.
მასალის გამოყენების პირობები






