სომხეთის მოქალაქის არტურ ავანესიანის მიერ ინიცირებულმა პეტიციამ, 200 ათასზე მეტი ხელმოწერა უკვე დააგროვა.
"ჩვენ გვესმის, რომ ხმის მიცემის პროცესი, რომელშიც ჟიური და მოსახლეობაა ჩართული, რთული და ემოციურია, თუმცა ხელმომწერთა ოდენობა ცხადყოფს, რომ მოსახლეობა კონკურსის შედეგებს არ ეთანხმება და გამარჯვება მოიპოვა იმ კანდიდატმა, რომელიც ამას არ იმსახურებდა“ - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.
პეტიცია ინტერნეტ საიტ Change.org-ზეა გამოქვეყნებული. მას იურიდიული ძალა არ აქვს.
“ჩვენ ვიცით პეტიციის შესახებ, ამ საკითხს დღეს განვილავთ და პასუხიც მოგვიანებით გამოქვეყნდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ შედეგები გადაიხედოს" - განაცხადა ევროპის სამაუწყებლო კავშირის პრესმდივანმა პოლ ჯორდანმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელი კონკურსანტის, ჯამალას, გამარჯვებას რუსეთში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. კონკურსის შედეგებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კონკურსი და მისი შედეგები პოლიტიზირებულია. რუსეთში განმარტავენ, რომ რთული ეკონომიკური მდგომარების გამო, კიევს „ევროვიზია- 2017“-ის მასპინძლობა გაუჭირდება.
კონკურში მეორე ადგილზე ავსტრალიელი მომღერალი, მესამე ადგილზე კი რუსი მომღერალი სერგეი ლაზარევი გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები






