„ენერგო-პრო ჯგუფში“ შემავალი კომპანიები „LITOSTROJ POWER“ და „ČKD Blansko Engineering“, საქართველოში კომპანიებს საკუთარ პროდუქტებს და მომსახურებას სთავაზობენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:01, 17 May, 2016     1226

სასტუმრო „Courtyard Marriott“-ში გაიმართა „LITOSTROJ POWER“-ის ჯგუფის წევრი „ČKD Blansko Engineering“-ის და ქართულ ენერგოსექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც „ČKD Blansko Engineering“-მა თავისი პროდუქცია წარმოადგინა. 2006 წლიდან ČKD Blansko Engineering წარმოადგენს „LITOSTROJ POWER“ ჯგუფის წევრს, რომლის 100% წილის მფლობელი არის „ენერგო-პრო ჯგუფი“.

„LITOSTROJ POWER“-ის ჯგუფის წევრი „ČKD Blansko Engineering“ წარმოადგენს საინჟინრო საწარმოს, რომელიც ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურებისთვის ჰიდროტექნიკური მოწყობილობების და მანქანა-დანადგარების, სატუმბი სადგურებისა და ყველა ტიპის და ზომის სტანდარტული ჰიდროტურბინების, ტუმბოებისა და ტუმბო-ტურბინების წარმოებასა და მიწოდებას; აგრეთვე, ჰიდროტურბინების დამზადებისთვის საჭირო სპეციალიზირებული და თანამედროვე დაზგების წარმოებას, დაპროექტებას და განვითარებას. ახალი მოწყობილობებისა და მანქანა-დანადგარების გარდა, კომპანია, აგრეთვე, ეწევა არსებული დანადგარების რეკონსტრუქციას, მოდერნიზაციასა და კაპიტალურ შეკეთებას.

წარმოების 100 წლიანი გამოცდილების მქონე „ČKD Blansko Engineering“ პროექტებს ახორციელებს 60-ზე მეტ ქვეყანაში; გამოშვებული აქვს 800-ზე მეტი ჰიდროტურბინა და მსხვილი სატუმბი დანადგარი, 1200-ზე მეტი მსხვილი ამწე. კომპანიას ფილიალები აქვს კანადაში, სლოვენიაში და ჩეხეთში. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა თურქეთში ახალი საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით.

„LITOSTROJ POWER“-ის ჯგუფის წევრი „ČKD Blansko Engineering“ არის სერტიფიცირებული კომპანია, რომელიც ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს ISO 9001 (ხარისხი), ISO 14001 (გარემოსდაცვა), OHSAS 18001 (უსაფრთხოება), ISO 3834 (შედუღების ხარისხი).

„ČKD Blansko Engineering“-მა წარმოადგინა ინფორმაცია არა მხოლოდ განხორციელებული პროექტების შესახებ, არამედ გააცნო საზოგადოებას კომპანის ტექნიკური შესაძლებლობები. კონფენრენციაზე წარმოებული პროდუქციის შესახებ დასმულ შეკითხვებს

გაეცა პასუხები. „LITOSTROJ POWER“-ის ჯგუფის წევრ „ČKD Blansko Engineering“-ს საქართველოში უკვე აქვს განხორციელებული რამდენიმე პროექტი. პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოში მოღვაწე კომპანიების მხრიდან გამოითქვა მომავალი თანამშრომლობის სურვილი და დაიგეგმა შეხვედრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42