თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, ევროპაში ტერორისტული თავდასხმების რისკებს ზრდის - The Telegraph
მსოფლიო - 11:19, 17 May, 2016     3313
თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, ევროპაში ტერაქტების საფრთხე გაიზარდება. ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph ევროკომისიის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, უცხოელი ტერორისტები და კრიმინალური ჯგუფები ეცდებიან თურქული პასპორტის აღებას, რათა შემდეგ ევროპაში უვიზოდ ჩავიდნენ. ანგარიშის ავტორები ვარაუდობენ, რომ ტერორისტები ეცდებიან ევროკავშირში შეღწევას თურქეთში გაცემული სხვისი პასპორტების გამოყენებით.
ევროკავშირსა და ანკარას შორის მიღწეული შეთანხმება თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას ითვალისწინებს, სანაცვლოდ კი ანკარამ საბერძნეთში გადასული ლტოლვილები უკან უნდა მიიღოს.
ამასთანავე, "ტელეგრაფი" წერს, რომ ევროკომისიამ ცოტა ხნის წინა წარადგინა ვიზელიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციტივა კოსოვოსთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის, "რომლებსაც ასევე ორგანიზებული დანაშაულის გამო პრობლემები აქვთ."

უვიზო მიმოსვლა ოფიციალურ ანკარასა და ევროკავშირს შორის მარტში მიღწეული შეთანხმების ნაწილია, რომლის მიხედვითაც, თურქეთი საბერძნეთის ტერიტორიაზე გადასულ მიგრანტებს თურქეთში დააბრუნებს და სპეციალურ ბანაკებში მათ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

ევროკომისიამ თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინადადებაც წარადგინა, თუმცა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ საკანონმდბელო ინიციატივაზე მუშაობა შეაჩერა. სავიზო რეჟიმის გაუქმების სანაცვლოდ, ბრიუსელი ანკარისგან ანტიტერორისტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას და ტერორიზმის განსაზღვრების შევიწროვებას ითხოვს. თურქეთის პრეზიდენტი კი ანტიტერორისტული კანონის შეცვლაზე უარს აცხადებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42