მაგრამ აროჩნდა, რომ ისინი მზად არ იყვნენ ხელისუფლების ხელში ასაღებად. გამარჯვებული ძალა ახლა ფიქრობს, თუ რა უნდა გააკეთონ სხვადასხვა უწყებებში. შეიმჩნევა დაბნეულობა, ორჭოფობა, აზრთა სხვადასხვაობა, რაც გუნდის სიჭრელის გამო ხდება. არიან რესპუბლიკელები, რომლებიც ლიბერალური ღირებულებებით გამოირჩევიან, ასევე ქართული ტრადიციული ფასეულობების მხარდამჭერი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ერთიანობის ნაცვლად დაკავებულები არიან ურთიერთქიშპობით. თუმცა ისინი ცდილობენ დაანახონ ხალხს, რომ გუნდში სრული ჰარმონიაა. ერთ-ერთი ნათელი მაგალითი შიდაქიშპობისა იყო თინა ხიდაშელისა და სოფიო ხორგუანის დაპირისპირება იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა 2010 წელს „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა და „ქართულ პარტიაში“ გადავიდა, რის გამოც ხიდაშელმა ის საკრებულოში აღარ შეიყვანა.
_ როგორი მინისტრი იქნება კალაძე, როცა არა მხოლოდ მასთან საერთოდ არანაირ კავშირში არსებულ სფეროს იბარებს?
_ ვფიქრობ, კახი კალაძე იქნება სუსტი პოლიტიკოსი და ადმინისტრატორი. ის პირველ ნომრად მხოლო და მხოლოდ იმ ნიშნით შეირჩა „ქართულ ოცნებაში“ , რომ არ ყოფილიყო დაპირისპირება გუნდში შემავალი სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, რადგან კახი იყო უპარტიო და დიდი ცნობადობით გამოირჩეოდა. კალაძეს ძალიან გაუჭირდება , რადგან არ აქვს არანაირი პოლიტიკური გამოცდილება, თუმცა მას ეყოლება გვერდით მრჩეველებისა და ექსპერტების გუნდი, რომელიც დაეხმარება და მის გასაკეთებელ საქმეს გააკეთებს, ხოლო ის ამ საქმიანობის მხოლოდ კომენტირებას მოახდენს.
_როგორ ფიქრობთ, აპირებს თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური კარიერის დასრულებას პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდგომ თუ ბრძოლას განაგრძობს?
__სააკაშვილი განაგრძობს ბრძოლას,რომ ის არ მოისროლონ და გადააგდონ პოლიტიკიდან, თუმცა ხალხი მას არ აირჩევს. მისი რეამინირება არ მოხდება,რადგან საქართველოში ქართველებს დამარცხებულები არ უყვარს. ქართველებმა ვიცით სწრაფად აღზევება ტახტზე და ასევე სწრაფად დანარცხება ამავე ტახტიდან. პრეცედენტი იმისა,რომ ხელისუფლება გადაბარდა არჩევნების გზით-ამას ნუ მიიწერს ბიძინა ივანიშვილი. ეს ასევე სააკაშვილის დამსახურებაც არის , მისი კეთილი ნებაა. მიუხედავად მისი პოლიტიკური შეცდომებისა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ადამიანმა ღირსეულად დაასრულა. ბიძინა ივანიშვილის მოსვლა განპირობებულია არა მაია ფანჯიკიძისადმი დიდი სიყვარულით, ან ირაკლია ალასანიას პროგრამებით, არამედ იმით, რომ ხალხი დაიღალა რეჟიმით. ხალხს უნდოდა ცვლილება და ამიტომ აირჩიეს ,,ქართული ოცნება. მინიმუმ შვიდი-რვა პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო 18 სექსტემბრის კადრების შემდგომ. იმისთვის, რომ სააკაშვილის მარწუხებისგან განთავისუფლებულიყო, ამიტომ აირჩია მან ბიძინა ივანიშვილი, მეტი გამოსავალი რომ არ ჰქონდა და ეს მოხდა არა მათი პროგრამების გამო. ეს იყო ნაწილი „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“-გან მოპარული პროგრამა. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ მე მათი ამომრჩეველი არ ვარ, მაგრამ ეს პარტია ყველაზე კონკრეტული პროგრამით გამოირჩეოდა, რაც არ ქონდა „ქართულ ოცნებას“. გამარჯვებული პარტია არის ჭრელი, არის ორაზროვანი რუსეთთან და ნატოსთან მიმართებაში, არის სხვადასხვა პარტიების იდეოლოგიაზე დაფუძნებული, რომლებიც არ იყვნენ შეთანხმებულები კონკრეტულ მიმართულებაზე. პარტიის ზოგიერთი სუბიექტების მიმართვის შემდგომ, გამოდის ბიძინა ივანიშვილი და იხდის ბოდიშებს. ესეც იწვევს ხალხში დაბნეულობას. ვიმედოვნებ , რომ დროზე მოეგებიან გონს, დააფასებენ ხალხის არჩევანს და დროზე შეუდგებიან დაპირებების შესრულებას,რის გამოც ხალხმა აირჩია ისინი.
_პოლიტიკაში გამოჩდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც აქამდე ნაკლებად ცნობილი იყო ქართული საზოგადოებისთვის, ზოგი კი პირიქით დავიწყებული ძველი პოლიტიკოსია. რამდენად წარმატებული იქნება ამ კუთხოთ დრევანდელი ხელისუფლება?
__ ,,ნაციონალური მედია“ მიიჩნევს, რომ ამ ხელისუფლებას გადამჟავებული, გადამწნილებული სახეები ჰყავს და მეც მაღიზიანებს ხოლმე. მხედრიონის დროს, კიტოვანის პიარით რომ იყო დაკავებული ესა თუ ის ჟურნალისტი და დღეს მეცხრე არხს რომ მართავს, ძალიან გამაღიზიანებელია. მეორეს მხრივ , ძველი კადრები არ გვინდოდა, ახლები მოვიდნენ, ვიღაცა უცნობია , ვიღაცა ხვალ გახდება ცნობილი. ცნობადობა არ არის ამოსავალი წერტილი, ამოსავალი წერტილი არის პროფესიონალიზმი. მივცეთ შანსი ამ ადამიანებს ,მართოს ხელისუფლება და დაგვანახოს თავისი შესაძლებლობები. თუ შევარდნაძის მთავრობა იყო გადაბერებული მთავრობა, არაპროგრესული ადამიანების ჰერონტოფილიური მთავრობა , სააკაშვილმა ეს წითელი ინტელეგენცია მოთხარა, მაგრამ 19-20 წლის გოგო-ბიჭები დაასვა სახელმწიფოს თავზე, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ ქონდათ. ხელისუფლებაში ყველა ასაკის ადამიანი უნდა იყოს წარმოდგენილი, თუმცა არ მივესალმები იმ ადამიანების დარჩენას, რომლებიც აკეთებდნენ ფულს და იმავე მაშტაბით განაგრძონ ფულის კეთება, რომლებსაც მონოპოლიური ბიზნეს ატმოსფერო შექმნეს. მაგალითად, კახა ცისკარიძე და ნინა წკრიალაშვილი ათი პროექტიდან ცხრას თავად ახორციელებდნენ. ბერას კლიპების რეჟისორი არის ზურაბ მენთეშაშვილი, ხოლო ბერას ახლო მეგობარი რეპერი ამიკო. თუ ესენი აიღებენ მონოპოლიას კულტურის სამინისტროში- ეს იქნება იგივე გზის გაგრძელება. ერთიდაიგივე ადამიანის კლიპები არ უნდა იყოს ქართულ შოუ ბიზნესში და ისინი არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რაც შეეხება ძველ შევარდნაძის დროინდელ პოლიტიკოსებს, თუ ისინი არ იყვნენ შემჩნეულნი დანაშაულებრივ ქმედებებში და არიან საქმის სპეციალისტები, მაშინ პრეტენზია არ უნდა არსებობდეს მათ მიმართ. თუ სააკაშვილსა და რომელიმე პოლიტიკოსს შორის თავის დროზე მოხდა მოლაპარაკება დანაშაულის დაფარვის მიზნით და ამის გამო ისინი არ აღმოჩდნენ ციხეში, ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი დამნაშავეები არ არიან. ყველამ უნდა აგოს პასუხი . ყველა ის მოსამართლე, რომელსაც მიკერძოებულად გამოქონდა განაჩენი, ერთი არასწორი ფრაზის გამო ხუთი თვით განათავსა ახალგაზრდები იზოლატორში, ქუჩაზე გადარბენის გამო ახალგაზრდას სამიდან ექვს თვემდე მიუსაჯა, სისხლისსამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. მარტო ბაჩო ახალაიაზე ნუ გადატეხავენ ჯოხს, ნუ გამოვლენ ზოგიერთი პოლიტიკოსები ინსტიტუციონალურ დევნაზე საუბრებით, რომ მოსამართლეების მიმართ ხორციელდება რეპრესიები. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა გარისკოს და რბილი პოლიტიკა არ უნდა დაიჭიროს, სააკაშვილიც კი უნდა აღმოჩნდეს დამნაშავის სკამზე, თუ გავიგეთ,რომ 7 ნოემბრის დარბევის ბრძანება მან გასცა.
_თქვენი აზრით, ამ ეტაპზე თუ არის გამოკვეთილი საქართველოს მომავალი პრეზიდენტის კონტურები?
_ჩემი აზრით, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ირაკლი ალასანია იქნება. ნაციონალური მოძრაობა კანდიდატად დავით ბაქრაძეს წარადგენს, რადგან გიგი უგულავას არანაირი შანსი არ აქვს გასვლისა სკანდალების გამო. მისი პოლიტიკური კარიერა, არაზნეობრივი მოქცევების გამო, ფაქტიურად დასრულებულია. ერთადერთი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაბობის“ მხრიდან არის ბაქრაძე , რომელიც ასე თუ ისე მოკრძალებული პოლიტიკოსია, რადგან არც მერაბიშვილი სარგებლობს ხალხის ნდობით. „ქასრთული ოცნები“-დან ირაკლი ალასანია იქნება, რადგან ხიდაშელ-უსუფაშვილის გუნდი საზოგადოებაში არაპოპულარულია.
_ რა რჩევას მისცემდით „ქართულ ოცნებას“?
_ ჩემი რჩევა იქნება ის, რომ ერთმანეთს ენდონ, თავი შეიკავონ ორაზროვანი გამოსვლებისგან,დასმენებისგან, პანიკური კონტროლისგან. ნაციონალებს ერთი კი ჰქონდათ კარგი -ერთმანეთის მკვლელებს იფარავდნენ , მონოლიტურები იყვნენ ერთმანეთს რომ არ წირავდნენ, ერთმანეთს მედიასთან ნაკლებად აბეზღებდნენ. ერთი მყარი დანაშაულებრივი მონოლიტი კი იყო ნამდვილად.“ქართულ ოცნებას“ გასაგებია რომ სისხლში არ აქვთ ამოსვრილი ხელები , ბევრ მათგანს, ყოველ შემთხვევაში მე რაც ვიცი , მაგრამ არ არის ერთობა და შიდა სამზარეულოდან ღალატის სუნი გამოდის. ვურჩევდი, რომ აწი უკვე უმრავლესობა იყოს მონოლითური და სიჭრელე ნუ მიაჩნიათ წარმატებად. პარტიულ განცხადებებში ერთსულოვნება უნდა შეინარჩუნონ, რაღაც საკითხებში მეტი კონკრეტულობა მართებთ. აუცილებელია ბაზისური იდეოლოგიის შემუშავება.
ნანა ნიაზაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






