კომპანია ,,მაგთიკომის“ განცხადება
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:02, 16 May, 2016     15063
კომპანია ,,მაგთიკომი“ ტარიფებთან დაკავირებით მედიაში გავრცელებულ სტატიას ეხმაურება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული გაზეთის მხრიდან ინიცირებული კამპანია მაგთიკომის დისკრედიტაციასა და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რასაც რეალურად საფუძვლად უდევს მაგთიკომის მხრიდან აღნიშნულ გაზეთში რეკლამის განთავსებაზე უარი.

,,ნიუპოსტი“ კომპანია ,,მაგთიკომის“ განცხადებას უცვლელად გთავზობთ:


,,გვსურს, გამოვეხმაუროთ გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ, შეცდომაში შემყვან სტატიას, რომელიც აიტაცა და ფართოდ გაავრცელა პალიტრა მედიამ.

მოგეხსენებათ, რომ მაგთიკომმა 2016 წლის აპრილის ბოლოს თავის მობილურ ბრენდებზე სატარიფო გეგმების ოპტიმიზაცია მოახდინა.

საგულისხმოა, რომ „ბანკები და ფინანსები“ აპელირებს მხოლოდ სტანდარტული ტარიფის ზრდაზე და შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი, როდესაც აცხადებს, რომ მაგთიკომის ყველა მომხმარებელი ამიერიდან 24 თეთრიანი ტარიფით სარგებლობს. ეს ასე არ არის. 24 თეთრიანი ტარიფი კომუნიკაციების კომისიის მიერ დაწესებული ზედა ზღვრული ტარიფია. სტანდარტული ტარიფის გარდა, ჩვენს მომხმარებლებს აქვს არჩევანი, მათ შორის 0 თეთრიანი საუბრის შესაძლებლობა ტარიფი „ზერო +“ ის ფარგლებში.

სტანდარტული ტარიფით მაგთიკომის მომხმარებლების უდიდესი ნაწილი არ სარგებლობს და, შესაბამისად, ეს მათ არც შეხებია. მომხმარებლების დიდი უმრავლესობა ძველებურად აგრძელებს არჩეული, ალტერნატიული ტარიფებით სარგებლობას.

რაც შეეხება ზარის წამოწყების ღირებულების შეცვლას 10 თეთრამდე, ეს სხვა მობილურმა ოპერატორებმა დეკემბერ-იანვარში განახორციელეს, გაცილებით ადრე, ვიდრე მაგთიკომმა.

P.S.

მაგთიკომის წინააღმდეგ, გაზეთის მხრიდან ინიცირებული კამპანია სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა, მაგთიკომის დისკრედიტაცია და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა, რასაც რეალურად საფუძვლად უდევს მაგთიკომის მხრიდან აღნიშნულ გაზეთში რეკლამის განთავსებაზე უარი.

რაც შეეხება პალიტრა მედიას, მას მერე, რაც მაგთიკომმა უარი განუცხადა პალიტრა ტვ-ის მისი სიგნალის თანამგზავრამდე უფასოდ ატვირთვაზე, პალიტრამ მაგთიკომის დისკრედიტაცია მთავარ მიზნად გაიხადა.

გეოსტაციონარულ ორბიტაზე მყოფი მაგთიკომის თანამგზავრი დედამიწას 36 ათასი (დიახ, 36 000) კილომეტრითაა დაშორებული. მისი განთავსება, შენახვა და მომსახურება სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გაუგებარია, რატომ უნდა თქვას უარი მაგთიკომმა სიგნალის ატვირთვის საფასურის მიღებაზე მაშინ, როდესაც თითქმის იმავე თანხას მოითხოვს პალიტრა მედია თავის ინტერნეტ გვერდებზე სარეკლამო ბანერის განთავსებაში, ხოლო გაზეთში განთავსებულ რეკლამის ფასს კვადრატული სანტიმეტრობით ითვლის“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42