,,საშინელი სისტემის მთავარი არქიტეტორი ბიძინა ივანიშვილია“ - ალასანიას გუნდი მასშტაბური აქციისთვის ემზადება
პოზიცია - 15:57, 16 May, 2016     5161

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ სცნო. თავდაცვის სამინისტროს ყოფილ 5 მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით განისაზღვრა.

ამ გადაწყვეტილებას დარბაზში პროტესტი მოჰყვა. „უმართლესი და უპატიოსნესი ადამიანები დღეს ბესიკ „მურუსიძემ“ გაუშვა ციხეში. საერთოდ დანაშაული არ არსებობს. ამ ხალხს ეკუთვნის ჯილდოები, მათ გააკეთეს საქვეყნო საქმე. მაგრამ რომ ასიამოვნონ ზევით, ამის გამო ბატონმა ბესიკ „მურუსიძემ“ გააგზავნა სამშობლოსათვის მებრძოლი ხალხი ციხეში 7 წლით. მე მეცოდება ეს მოსამართლე, ეს არის საცოდავი ადამიანი. საფუძველი არ არსებობს არანაირი , ეს არის მხოლოდ სურვილი უზენაესი ხელისუფალის“ - განაცხადა საქმის ადვოკატმა.

,,ეს მოსამართლე არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მონა. არ შევარჩენთ ამ გადაწყვეტილებას, მის გვარს და სახელს ყველა ბოძზე გავაკრავთ . ივანიშვილს მივმართავ და ვეუბნები, მე თქვენთან ერთად იმისთვის არ მიბრძოლია, რომ ასეთი უსამართლო სასამართლო იყოს. მე თქვენი პირადი მტერი ვარ დღეის შემდეგ“- ეს განცხადება ,,თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა ნინო გოგუაძემ სასამართლოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

დღესვე საგანგებო განცხადება გააკეთა პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ალასანიამ, რომელმაც განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში არსებული უსამართლო სისტემის მთავარი არქიტექტორი სწორედ ბიძინა ივანიშვილია.

,,დღეს ხუთი უდანაშაულო ადამიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და თითოეულს მიუსაჯა შვიდი წელი ციხეში.

დღეს ივანიშვილმა მოსამართლე ბუგიანიშვილის ხელით 35 წელი მიუსაჯა უდანაშაულობას და სამშობლოს პატიოსან სამსახურს. უსამართლობა და ცინიზმი ისევ მთელი ძალით ბობოქრობს. შეიცვალა მხოლოდ ამ საშინელი სისტემის მთავარი არქიტექტორის ვინაობა. ის ახლა ბიძინა ივანიშვილია.

ვიდრე პროკურატურის და სასამართლოს პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოყენების მანკიერ წრეს არ გავწყვიტავთ, ჩვენ უსამართლობის მსხვერპლი ვიქნებით. როცა სამათლიანობა არ არის, არაფერი რჩება ღირებული, რასაც შეიძლება მოქალაქე ჩაეჭიდოს, რამაც შეიძლება ადამიანების ყოფას აზრი მისცეს. მოსამართლე ბუგიანიშვილმა დამნაშავედ სცნო ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ დანაშაულის ჩადენის მოტივი, ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოსთვის ყველაზე მომგებიანი და ხარისხობრივად უნაკლო კონტრაქტი გააფორმეს. და ბოლოს, ადამიანები რომლებიც არ განკარგავდნენ იმ თანხას რომლის გაფლანგვაშიც ბრალს სდებენ.

ივანიშვილი თანდათან დაეპატრონა ქვეყნის მართვის ყველა ძალოვან ბერკეტებს. ქვეყნის მთავარი ინსტიტუტები ჩააბარა მისი სურვილების უსიტყვო შემსრულებლებს: პროკურატურას მართავს შოთაძე, სასამართლოს - მურუსიძე, ხოლო მის პარტიაში ერთი კაციც არ არის ვინც ამას შეეწინააღმდეგება.

ჩვენ არ მივატოვებთ უდანაშაულო ადამიანებს და მათ ოჯახებს. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ყველა ღონეს ვიხმართ ამ ადამიანების ციხიდან დასახსნელად. ჩვენ კონსტიტუციური ნორმების დაცვით, ყველა კანონიერი გზით, მათ შორის აქციებით ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის.

დღეს ხუთი უდანაშაულო ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა, ცვლის ჩვენს დღის წესრიგს. დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენ შევხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, მივაწვდით ამ ბოროტმოქმედების შესახებ ინფორმაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყველა დედაქალაქსა და ორგანიზაციაში. ასევე, დღეს მინდა გაცნობოთ, რომ შაბათს, 21 მაისს, 14 საათზე გავმართავთ საპროტესტო აქციას საქართველოს პროკურატურათან. ეს იქნება პირველი აქცია.

როცა სამხედროებს და მათ ოჯახებს, საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებს ასე ექცევა მართული პროკურატურა და სასამართლო, ეს იმას ნიშნავს რომ ყველამ უნდა გავაკეთოთ დასკვნა _ თუ საქართველოს ამ უსამართლობაში დავტოვებთ, შედეგიც უმძიმესი გვექნება!

მე როგორც ოფიცერი, როგორც მოქალაქე და როგორც პოლიტიკოსი ბოლომდე ვიბრძოლებ!

ვპირდები უსამართლოდ და უკანონოდ დაპატიმრებულ ღირსეულ ბიჭებს და მათ ოჯახებს, არ დაგტოვებთ ტყვეობაში, არ მიგატოვებთ არც ერთი წამით ამ ბრძოლაში, თქვენი თავისუფლება არა მხოლოდ ჩვენი არამედ სახელმწიფოს ღირსების საქმეა.

დღეიდან პარტია საგანგებო მოქმედების რეჟმზე გადადის, მაგარამ ჩვენ არ გადავუხვევთ არჩევნების გზას და სწორედ ოქტომბრის არჩევნებზე ქართველ ხალხთან ერთად შევცვლით არაფორმალური მმართველის მორჩილ ხელისუფლებას“ - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42