„გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:49, 16 May, 2016     1283
2016 წლის 16 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ანა კვარაცხელია ავიაკომპანიის წარმომადგენლებს კინოინდუსტრიის ხელშეწყობის სახელმწიფო ინიციატივას „გადაიღე საქართველოში“ გააცნობენ.

შეხვედრის მთავარ მიზანს აუდიტორიისათვის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ დეტალურად გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა წარმოადგენს, რადგან საერთაშორისო კინომწარმოებლების მოსაზიდად და ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად ავიაკომპანიების როლი ერთი-ერთი გადამწყვეტია, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია გამართული ინფრასტრუქტურა, კონკურენტული ფასები და შესაბამისი მომსახურება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ავიაკომპანიებს მიმართავენ ინიციატივით, მხარი დაუჭირონ ახალ, კინოინდუსტრიის წამახალისებელ პროგრამას და საქართველოთი დაინტერესებულ საერთაშორისო პროდიუსერებს შესთავაზონ კინოგადაღებებში ჩართული პერსონალისთვის ხელსაყრელი პირობები.

შეხვედრას სხვადასხვა ავიაკომპანიის წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Lufthansa; Fly Dubai; Turkish Airlines; Air Astana; Ukraine International Airlines; China Southern Airlines; Air Arabia; Qatar Airways; Aeroflot, Air Baltic.

უნდა აღინიშნოს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით კინოინდუსტრიის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელების შედეგად ხდება უამრავი საერთაშორისო ფილმის გადაღება და ქვეყნის პოპულარიზაცია, როგორც გადასაღები ლოკაციის, ისე ტურიზმის კუთხით. შესაბამისად, მთავრობის ახალი პროგრამის განხორციელებისას მოსალოდნელია ტურისტების ნაკადის მატება და საქართველოს ცნობადობის გაზრდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42