09:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.
10:30 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, სვანეთში ოქროს ძიება-მოპოვებასთან დაკავშირებულ სკანდალზე იურისტი ირაკლი გვილია და გეოლოგი ბადრი გალდავა საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: სკანდალი, რომელიც სვენეთში ოქროს მოპოვებას უკავშირდება. რატომ გამოყარეს ჩინელები სვანეთიდან, ვისი ინტერესები იკვეთება და ვინ უშლის ხელს ინვესტიციის განხორციელებას სვანეთში.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
11:00 საათზე - სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" სახალხო დამცველი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საპარლამენტო ანგარიშის მოკლე ვერსიას წარუდგენს.
11:00 საათზე - ქ. თბილისის მერიაში გაიმართება ახალი პროექტის „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ პრეზენტაცია ჟურნალისტებისთვის.
პრეზენტაციას გაუძღვებიან თბილისის მერი, დავით ნარმანია და „საბას“ დამფუძნებელი, რატი ამაღლობელი.
მის: ქ. თბილისის მერია, შარტავას ქ. 7, მე-20 სართული (ვერანდა)
11:00 საათზე - ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ლევან ვასაძის ინიციატივით, მსოფლიო საოჯახო კონგრესის X მთავარი პლენარული სხდომა: „ცივილიზაცის გზაჯვარედინზე: ოჯახი - თავისუფლების და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი“ გაიმართება.
საკონტაქტო პირი ზვიად ტომარაძე - 599 29 00 13
11:00 საათზე - ”პრაიმტაიმის” პრესკლუბში დეპუტატი გია ვოლკი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, ,,ქართული ოცნების“ ყრილობა
11:00 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „ქართული ოცნების“ ყრილობა და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
12:30 საათზე – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, მარიამ სვიმონიშვილი „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, თემაზე: რატომ არ კონტროლდება „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხრიდან სახელმწიფო გრანტის თანხების ხარჯვა და ვინ აგებს პასუხს ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების“ პრაქტიკაზე
მისამართი: ქ. თბილისი, იოსებიძის ქუჩა #57, I სართული
საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი ზოიძე, 599 291202
11:30 საათზე - ”პრაიმტაიმის” პრესკლუბში, ექსპერტი მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, ,,ქართული ოცნების“ ყრილობა.
12:00 საათზე - ”პრაიმტაიმის პრესკლუბში ,,თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, ,,ქართული ოცნების“ ყრილობა
14:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წევრების შეხვედრა საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის (UK Office of Budget Responsibility) ექსპერტებთან. თბილისი, "A" კორპუსი, ოთახი N015
15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
19:00 საათზე - რიტუალების სასახლეში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს, “ფონდი არველაძის“ და ქართულ - თურქული ბიზნეს ასოციაციის თანადგომით, ”საქართველოს სოლიდარობის ფონდის” მხარდასაჭერად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.
19:00 საათზე - რესტორან "ოტიუმში", სამი შვილის დედის, 33 წლის ანა ვანიძის სიცოცხლის გადასარჩენად, საქველმოქმედო აუქციონი და ლატარეა გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






