აშშ-ს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ისევე როგორც სხვა რამდენიმე კომპანია მუშაობს ახალი, სუპერ სიჩქარის მქონე სატრანსპორტო საშუალების შექმნის საკითხზე, რომლის სახელწოდება Hyperloop (ჰიპერმარყუჟი).
ბოსტონში, მასაჩუსეტესელმა ინჟინრებმა და მეცნიერებმა სპეციალური კაფსულა წარმოადგინეს, რომელიც ალუმინის მონორელსით ჰიპერსიჩქარით გადაადგილდება.
კაფსულა რელსზე მძლავრი მაგნიტით არის დამაგრებული. მათი განცხადებით, ეს კაფსულა რადიკალურად შეცვლის კაცობრიობის წარმოდგენას მოგზაურობასა და ტრანსპორტზე.

ჰიპერსიჩქარით გადაადგილების იდეა პირველად კომპანია "Tesla"-ს დამაარსებელს, ილონ მაქსს გაუჩნდა და ის გულისხმობს სპეციალური კაფსულით მგზავრებისა და ტვირთის დიდ მანძილებზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებას ვაკუუმური მილების მეშვეობით.
მაქსის იდეის თანახმად, საცდელი ვარიანტის სახით უნდა განთავსდეს ვაკუუმური მილსადენი სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესს შორის, რომელშიც კაფსულები 1127 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებენ და ამ მანძილს 30 წუთში დაფარავს. შედარებისთვის, დღეს ყველაზე სწრაფ ავტომობილს ამისთვის 6 საათი სჭირდება.
ჰიპერსიჩქარით გდაადგილების იდეას სკეპტიკოსებიც ჰყავს, რომელთაც ის განუხორციელებლად მიაჩნიათ, რადგან მისი რეალიზაცია კოლოსალურ თანხებს საჭიროებს.
მასალის გამოყენების პირობები






