პრემიერ კვირიკაშვილის გუნდი - ვინ არიან ,,ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი სახეები
პოზიცია - 18:48, 14 May, 2016     3294
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართა სპორტის სასახლეში. ყრილობას ორი ექსპრემიერი ესწრებოდა - ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. შეხვედრის დაწყებამდე ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარტია განახლებული ძალით წარსდგება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ყრილობა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გახსნა და მანვე პარტიის თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირკაშვილი წარადგინა, რომელსაც დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

გიორგი კვირიკაშვილმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს. „პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის ჩემთვის დიდი გამოწვევა, გულწრფელი მხარდაჭერა და ნდობა ასმაგად აძლიერებს ჩემს პასუხისმგებლობას. მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ჩემი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.

ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროს შეიქმნა, მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართული ოცნების დამფუძნებელს და მის პირველ თავმჯდომარეს, რომელმაც არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება, ასეთი პრეცენდენტი საქართველოს მანამდე არ ჰქონია. ჩვენმა პარტიამ პოლიტიკური ცხოვრების ყველა ეტაპი გაიარა.

მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. რომელმაც ურთულეს და საპასუხისმგებლო პერიოდში უხელმძღვანელა პარტიას და როგორც პრემიერ-მინისტრმა წარმატებით განაგრძო ქვეყნის მართვა, მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო გუნდს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული ოცნება არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. “მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ამის რწმენას მაძლევს განახლებული გუნდი, განახლებული ენერგია, კონკრეტული ხედვები და განახლებული გეგმა, რომელსაც ენდობა ჩვენი ხალხი და ეჭვი არ შეაქვს, რომ ქართული ოცნების თითოეული ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს ძლიერებას ემსახურება. ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზანს და ქვეყნის სტაბილური განვითარებით მოვუტანთ კეთილდღეობას ყველას. როგორც პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ამით ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრების სია ცნობილია: გენერალური მდივანი კახა კალაძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე, ნოდარ ხადური, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ირაკლი კობახიძე,

პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს ცხრა ახალი წევრი ჰყავს: დავით ბაქრაძე (სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში), დავით კოღუაშვილი (ყოფილი პარლამენტარი), მამუკა მდინარაძე (,,ადვოკატთა ალიანსის“ და "საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის" ხელმძღვანელი), ირინე ფრუიძე (ინტელექტუალთა კლუბის ,,რა, სად, როდის?“ წევრი), რომან კაკულია (სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროს), სოფიო კილაძე (შსს-ს აკადემიის პრორექტორი), აკაკი ზოიძე (2003 წელს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ჯანდაცვის სპეციალისტი), ზვიად გონაძე (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე).

„მეგობრობაც ძალიან გამსაზღვრელია და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რადგან მეგობრობიდან იწყება თანამოაზრეობა და თანაგანცდაც. გიორგი კვირიკაშილის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის იმ გადაწყვეტილების მისაღებად რა გადაწყვეტილებაც მივიღე, რომ დავუბრუნებოდი პოლიტიკას“, - განაცხადა დავით კოღუაშვილმა.

„ეს არის გუნდი, რომელიც აშენებს ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს, ეს იყო ჩემთვის მთავარი. რა თქმა უნდა იმედი მაქვს, ის გამოცდილება რომელიც მაქვს დამეხმარება ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში“- განაცხადა ირინა ფრუიძემ.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის არ იცნობს პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს და არც მათ შერჩევაში მიუღია მონაწილეობა. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ისინი პრემიერ კვირიკაშვილის შერჩეულია. ექსპრემიერი ამბობს, რომ ის პარტიას დახმარებას აღმოუჩენს და უახლოეს პერიოდში თავის განცხადებას და პოზიციას წერილობით გააცნობს საზოგადოებას. ”მინდა მივულოცო დღევანდელი დღე პარტია ”ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს”. რა თქმა უნდა, მხარდაჭერას აღმოვუჩენ. ერთი კვირის თავზე, წერილობით გამოვაქვეყნებ ყველაფერს, სადაც ყველაფერზე გავცემ პასუხს. იქნება ერთგვარი ანგარიში, სადაც ყველაფერი იქნება მოცემული”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყრილობას ესწრებოდნენ საზოგადოების ცნობილი სახეები, მათ შორის მომღერლები და სპორტსმენები.

ქართული ოცნების ყრილობაზე იმყოფებოდა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას გეგმავს.

ყრილობას სამთავრობო კვოტით უნდა დასწრებოდა თინა ხიდაშელი, ხოლო დავით უსუფაშვილი მიწვეული იყო, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა არცერთი მათგანი არ დასწრებია. ქართული ოცნების ყრილობას აკლდა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თამაზ მეჭიაურიც.

მმართველმა პარტიამ საკუთარ ყრილობაზე არ მიიწვია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42