09:30 საათზე - ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“ ფარგლებში, ტანკსაწინააღმდეგო საველე სწავლება გაიმართება. სწავლების ფარგლებში ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან საბრძოლო სროლებს განახორციელებენ. დაგეგმილია სწავლებაში მონაწილე ქართველი სამხედროების მიერ ამერიკული ჯავშანტექნიკის საბრძოლო შესაძლებლობების გაცნობა.
საკონტაქტო პირები: ირაკლი გურგენიძე 577 19 88 66
11:00 საათზე - იუსტიციის სასწავლო ცენტრში სადახლოსა და ფოკაში ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი ქართული ენის შემსწავლელი უფასო კურსები დასრულდება. კურსის მონაწილეებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი შომბი შარპი სერტიფიკატები გადასცემს.
მისამართი: იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სანდრო ეულის 3 ა
12:00 საათზე - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში დავით ბაქრაძე პრესკონფერენციას გამართავს.
12:00 საათზე - წმინდა თამარ მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისს წერეთელზე, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში გადაიხდის.
13:00 საათზე - 5 დეკემბრის ქუჩაზე ირაკლი ალასანია სხვა ლიდერებთან ერთად ისნის მოსახლეობას შეხვდება და საარჩევნო პროგრამას გააცნობს.
13:00 საათზე - ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განახლებული განყოფილება გაიხსნება. ღონისძიებას პატრიარქი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრებიან.
მის: ლუბლიანას ქ. #66
საკონტაქტო პირი თამარ ყიფიანი - 599 14 69 41
13:00 საათზე - თბილისის საკრებულოში, დამოუკიდებელი დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის ინიციატივით გამოფენა - "ალექსანდერსდორფი - თბილისში დაკარგული გერმანული სოფელი" მოეწყობა. გამოფენის ფარგლებში ნესტან თათარაშვილის ილუსტრირებული ლექცია - "გერმანელები საქართველოში - 1817-2017" გაიმართება.
მის: თავისუფლების N:2
16:00 საათზე - სპორტის სასახლეში ”ქართული ოცნების” ყრილობა გაიმართება.
17:00 საათზე - თიბისი გალერეა გამოფენას „თვითგამოხატვა“ უმასპინძლებს, რომელიც ფოტოკონკურსის, „ქოლგას“ ფარგლებში გაიმართება.
ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფები საკუთარი ნამუშევრებით ერთი თემის, „იდენტობის“ ირგვლივ გაერთიანდებიან.
მისამართი: მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა
მასალის გამოყენების პირობები






