ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:12, 13 May, 2016     26543

საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციების მისამართით ცილისმწამებლური განცხადებები გახშირდა. ასოციაციის წევრები აღნიშნავენ, რომ ისინი რეალური და გონივრული რეგულაციების წინააღმდეგი არ არიან

“ბოლო პერიოდში, ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციების მისამართით განსაკუთრებით გახშირდა ცილისმწამებლური და რეპუტაციის შემლახავი უაპელაციო განცხადებები, როგორც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების, ისე თავად საფინანსო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენლის და ცალკეული ანგაჟირებული ჯგუფების თუ ინდივიდების მხრიდან. ვრცელდება აბსოლუტურად გადაუმოწმებელი ინფორმაციები და სისტემატურ სახეს იღებს ზოგადად ბიზნესის ამ მიმართულებაზე არაჯანსაღი შეტევა. მუდმივად სახეზეა პროდუქტის არსის აბსოლუტური გაუცნობიერებლობა და შესაძლო ცალკეული გადაცდომების განზოგადების მცდელობა.

აღნიშნული პროცესი ინსპირირებულია ამ სექტორის მომხმარებელთა იმ ნაწილის მიერ, რომლებიც ვერ ახერხებენ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებას და ცდილობენ შექმნან ფონი, თითქოს ეს საზოგადო პრობლემაა. თავის მხრივ, ცალკეული პიროვნებები თუ ჯგუფები ცდილობენ ამ ფონის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას და ეწევიან სიცრუის ტირაჟირებას. დღემდე ასოციაცია ცდილობდა არ დაპირისპირებოდა სექტორის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს, თუმცა, მისი მასშტაბები უკვე ისეთ დონეს აღწევს, რომ შეუძლებელი ხდება რეაგირების არ მოხდენა.

ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ბაზრის წინააღმდეგ შეტევამ უკვე ისეთი სახე მიიღო, რომ მასში ცალკეული, პოლიტიკურად ანგაჟირებული, სუბიექტებიც ჩაერთნენ, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ამ მხრივ აღნიშვნის ღირსია საქართველოს ლეიბორისტული პარტია, რომლის წინასაარჩევნო აქტიურობაში ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციების აკრძალვა ლამის მთავარ მოთხოვნადაა ქცეული.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ძირითადი მონაწილეები, რომლებიც ასოციაციაში არიან გაწევრიანებული, მოქმედებენ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და იაზრებენ სოციალურ პასუხისმგებლობას, საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია აცხადებს საჯაროდ, რომ მიესალმება საქართველოს მთავრობაში დაწყებულ პროცესს, რომელიც ბიზნესის გარკვეული რეგულაციის ქვეშ მოქცევას და ბაზრის ყველა მონაწილისათვის ერთგვაროვანი თამაშის წესების დადგენას გულისხმობს. ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციები რეალური და გონივრული რეგულაციების წინააღმდეგი არ არიან და სრულად იზიარებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ გამოთქმულ პოზიციას, რომ რეგულაციების დაწესებისას, პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იქნას მომხმარებლის ინტერესი იმგვარად, რომ არ დაზარალდეს თავად ონლაინ საკრედიტო ბაზარიც, რამდენადაც მოსახლეობისთვის აღნიშნული ფინანსური მომსახურების მიღება მნიშვნელოვანია.

და ბოლოს, ასოციაციას სურს საზოგადოებას ამცნოს, რომ უახლოეს დღეებში ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციის ეგიდით გაიმართება სპეციალური კონფერენცია, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება სექტორის პოზიცია მოსალოდნელ რეგულაციებთან დაკავშირებით და მედიისა და ეკონომიკის ექსპერტთა საყურადღებოდ ასევე საუბარი გაიმართება ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკაზე, საერთაშორისო პრაქტიკასა და საქართველოს დღევანდელ სოციალურ–ეკონომიკურ პირობებში ამ ბიზნესის მნიშვნელობაზე,” – ნათქვამია ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციის განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ასოციაციის წევრები:

1. vivus.ge

2. netcredit.ge

3. ccloan.ge

4. crediton.ge

5. moneyman.ge

6. emmascredit.ge

7. masesxe.ge

8. minicredit.ge

9. mozo.ge

10. mon.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42