რამდენიმე დაშავებულს ქვედა და ზედა კიდურების ამპუტაცია დასჭირდა. დაშავებულთაგან რვის მდგომარეობა კრიტიკული, 14 კი - მძიმეა.
ერთ-ერთი ვერსიით, ბოსტონის გარეუბანში იპოვეს კიდევ დამატებით 5 ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის დეტონირება დამნაშავეებმა ვერ მოასწრეს. "ბოსტონ გლოუბის" ცნობით, დაღუპულთა შორის 8 წლის ბიჭიც არის.
ზოგ დაშავებულს კიდურების ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ და რა მოტივით მიიტანა იერიში მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონზე.
თუმცა, სამართალდამცავებს ეჭვი არ ეპარებათ იმ ფაქტში, რომ აფეთქებები კარგად კოორდინირებული თავდასხმა იყო. პასუხისმგებლობა მომხდარზე არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია.
თბილისის დროით დაახლოებით ღამის ორ საათზე, მომხდარი აფეთქებიდან 3 საათში, ამერიკელ ხალხს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიმართა. მან თანაგრძნობა გამოხატა დაღუპულთა ოჯახების მიმართ და განაცხადა, რომ შესაბამის სტრუქტურებსა და სახელმწიფო უწყებებს უსაფრთხოების ზომების გაძლიერება დაავალა.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსალოდნელი ტერაქტების გამო აშშ-მა გაამკაცრა კონტროლი აფეთქების ადგილიდან ყველაზე ახლომდებარე ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით.
ბოსტონის მარათონი ერთ-ერთი უძველესია აშშ-ის ისტორიაში და იგი ყოველ წელს ტარდება. მონაწილეებმა სირბილით 42 კილომეტრი და 195 მეტრი უნდა დაფარონ. ყოველწლიურად მარათონის მონაწილეთა რაოდენობა იზრდება, ბოლო წლებში კი მათმა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა. მონაწილეების გარდა მარათონს 500 000-მდე მაყურებელიც ესწრებოდა.
ლაშა ბერულავა
მასალის გამოყენების პირობები






