მედიის ცნობით, გაზიანტეპის პროვინციის ნიზიპის ბანაკში ძალადობის მსხვერპლი 8-დან 12 წლამდე ასაკის ბიჭები გახდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია იმ ბანაკზე, რომელიც 23 აპრილს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მოინახულეს.
სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი ბანაკში დამლაგებლად მუშაობდა. ის 2015 წლის სექტემბერში დააკავეს.
გამოძიების ინფორაციით, მამაკაცი სამი თვის განმავლობაში ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას ბავშვების მიმართ, სანაცვლოდ კი მათ 0,5-1.5 დოლარს სთავაზობდა. ბრალდებულს 289 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გაუპატიურების ფაქტები მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც 8 ოჯახმა ამასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა. გამოცემის თანახმად, დანარჩენი ბავშვების ოჯახები სარჩელის შეტანისგან თავს იკავებენ , რადგან ლტოლვილის სტატუსის დაკარგვის ეშინიათ.
მასალის გამოყენების პირობები






