აფხაზეთის კუდ-ის თანამშრომლებმა ჭუბერში ერთმანეთს ესროლეს და ხელყუმბარა გახსნეს
საზოგადოება - 01:30, 16 Apr, 2013     3284

 

ამის შესახებ ექსკლუზიურად "ნიუპოსტს" ჭუბერში მცხოვრებმა ადგილობრივმა თვითმხილველმა შეატყობინა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. მისი თქმით, ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა, მომხდარიდან რამდენიმე საათში კი ბაზაზე მესტიის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც იქ დაახლოებით ერთ საათს დაჰყვეს:

 

"ყვირილი დაიწყო და მალე ჩხუბში გადაიზარდა. მერე ორი ჯგუფი გამოიკვეთა, ერთმანეთს ურტყამდნენ. მოგვიანებით იარაღებიც ამოიღეს და ისროდნენ, ალბათ, ჰაერში, რადგან არავინ წაქცეულა. ბაზასთან ახლოს ვიყავი და ვხედავდი, ისიც მესმოდა, როგორ ყვიროდნენ - არ მიეკარო, ხელყუმბარა გახსნაო.

 

მართალი გითხრათ, მე ხელყუმბარა არ მინახავს, ცოტა შორი იყო იქამდე. არც აფეთქების ხმა გამიგია. მაგრამ რომ ისროდნენ, ჩემი თვალით ვნახე", - ამბობს თვითმხილველი, ვისთვისაც უცნობია დაპირისპირების მიზეზები.

 

თვითმხილველის თქმით, ინციდენტი დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა, შემდეგ ყველაფერი მიწყნარდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი ბაზას პოლიციის მაღალი გამავლობის მანქანით, სავარაუდოდ, მესტიის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები მიადგნენ, რომლებიც მალევე უკან გაბრუნდნენ.

 

ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება შსს-ს არ გაუვრცელებია. "ნიუპოსტი" დაუკავშირდა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ შემთხვევის შესახებ არაფერი იცის, ამავე დროს, ზემოთაღნიშნული ინციდენტის არსებობა არც დაადასტურა და არც უარყო: "ამ შემთხვევაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან არაფერი ვიცი", - განუცხადა ნინო გიორგობიანმა "ნიუპოსტს" მას შემდეგ, რაც ინციდენტის დეტალები მოისმინა.

 

შეგახსენებთ, რომ ჭუბერი მესტია-საკენის გზაზე უკანასკნელი სოფელია, რომელიც ქართული მხარის მიერ კონტროლდება. ამ სოფლის შემდეგ ჭუბერის უღელტეხილი იწყება, შესაბამისად, დაუსახლებელი ტერიტორიით. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, რაც ზემო აფხაზეთი ოკუპირებულია, სოფელ ჭუბერში ერთმანეთს ენაცვლებიან შსს-ს დანაყოფები, რომლებიც იქ არიან ბაზირებული, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისა და მოსახლეობის დაცვის მიზნით.

 

ლაშა ბერულავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42