„რესპუბლიკელები“ ყველას წინააღმდეგ - არასწორი აქცენტები!
პოზიცია - 14:45, 12 May, 2016     3589
„ქართულმა ოცნებისა“ და „რესპუბლიკელების“ განცხადებებს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 3 წლიანი მმართველობის პირობებში გიორგი მარგველაშვილი არაერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი.

„რესპუბლიკელები“ და „ქართული ოცნება“ ერთობლივად ცდილობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას, ერთიანი ფრონტით და ერთიანი ტექსტით გამოდიოდნენ მის წინააღმდეგ.

საქართველოს პრეზიდენტის თითქმის ნებისმიერი განცხადება, გადაწყვეტილება, წინადადება, ვეტო თუ რიგგარეშე სხდომის მოწვევის იდეა მუდმივად უარგუმენტო კრიტიკისა და უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი იყო.

იყო თუ არა თავის დროზე სამართლიანი რესპუბლიკური პარტიის კრიტიკა პრეზიდენტისადმი, ედპ-ს ლიდერი ფიქრობს, რომ მიუღებელია, როცა პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ დარტყმები ხორციელდება.

,,თავისუფალ საძოვარზე მიშვებული „რესპუბლიკური პარტია“ აბსოლუტურად განსხვავდება იმ „რესპუბლიკური პარტიისგან“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინაშე უკანა ფეხებზე იდგა და თათებს ზემოთ-ქვემოთ იქნევდა. ეს დღევანდელმა პოლიტიკურმა რეალობამ შექმნა. მაშინაც, როცა პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ დარტყმები ხორციელდებოდა და არც დღეს მგონია, ეს სერიოზულად შესუსტებული პროცესი იყოს, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევდით, რადგან პრეზიდენტი, რა ბერკეტიც არ უნდა ჰქონდეს მას, ქართული სახელმწიფოს, მისი ერთანობის და კონსტიტუციის დაცვის გარანტია. არ ვიცი ამას როდის გაითავისებს ყველა, მაგრამ პოლიტიკური სპექტრი უპირველესი უნდა იყოს, ვისაც ამის დაცვა ევალება. ეს არის ყველაზე დიდი ბერკეტი“, - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

,,გადახდა უნდა ვალსაო...“ - ასე აფასებს ,,თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პრეზიდენტის კრიტიკაზე რესპუბლიკელების მიერ გაკეთებულ განცხადებას.

კუკავა ამბობს, რომ რესპუბლიკელებს არ უნდა ეწყინოთ, როცა წარსულ პოლიტიკურ ქმედებებზე ანგარიშს მოსთხოვენ ,,გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და უნდა იცოდნენ, მაშინ როცა ,,აპრავებდნენ“ ბევრ ისეთ რამეს, რაც არ იყო სწორი და რის მიმართაც ქართული საზოგადოება არ იყო განწყობილი პოზიტიურად, ბუნებრივია, მიუხედავად ოპოზიციის მანტიის მოსხმისა, მათ ამაზე ანგარიშს მოსთხოვენ.

გიორგი მარგველაშვილიც ჩვეულებრივი ადამიანია, მე მისთვის პირადა ხმა არ მიმიცია და შეიძლება არც ეხლა მივცე, იდეოლოგიურად და ფასეულობების კუთხითაც სრულიად განსხვავებული პოზიცია მაქვს მისგან, მაგრამ გიორგი მარგველაშვილი არის იშვიათი შემთხვევა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენს საპრეზიდენტო ისტორიაში, როცა მან გამოიჩინა უდიდესი პასუხისმგებლობა გამომდინარე არა მისი პარტიულობდან, როგორც ხდება ხოლმე ეს საქართველოში, არამედ გამომდინარე მისი თანამდებობიდან. ამ კაცმა თქვა, რომ მე მოვიქცევი ზუსტად ისე, როგორც ამას კონსტიტუცია მკარნახობს.

იმ დღიდან მისი მტერი გახდა მთელი მთავრობა და უმრავლესობა. რატომ არ გააკეთა ასეთი კომენტარი პრეზიდენტმა ეროვნული ფორუმისა და კონსერვატორების მიმართ. იმიტომ რომ ფორუმს და კონსერვატორებს არასოდეს გამოუდიათ თავი ევროპულ ფასეულობებზე, დემოკრატიასა და ასეთ მაღალ მატერიებზე, რესპუბლიკელები იყვნენ თავი რომ წაგვაჭამეს, რომ მხოლოდ მათ იციან რა არის სახელმწიფო, ინსტიტუტები... როგორც კი საქმე საქმეზე მიდგა და პრაქტიკული საკითხები გახდა გადასაწყვეტი, მართლაც საწყენი იყო გიორგი მარგველაშვილისთვის, რომ მან ვერ მიიღო საპარლამენტო უმრავლესობის მხარდჭერა და ნეიტრალური დამოკიდებულებაც კი.

მე ვფიქრობ, ის განცხადება პრეზიდენტის მხრიდან კიდევ რბილად იყო ნათქვამი“ - აცხადებს კუკავა და ფიქრობს, რომ რესპუბლიკელებს სხვა საკითხებზეც მოუწევთ პასუხების გაცემა.

,,კიდევ ბევრ რამეს გაახსენებენ რესპუბლიკელებს, მათ შორის პოზიციას მაჟორიტარებზე, საგარეო პოლიტიკაზეც და ა.შ. არ უნდა ეწყინოთ, მე მესმით რესპუბლიკელებისაც, მათ აქვთ შეგრძნება, რომ ,,წაქცეულს ურტყამენ“, გასაგებია, მაგრამ გაიხსენონ ბერძენიშვილებმა როგორ გველაპარაკებოდნენ თუნდაც ჩვენ, არასაპარლამენტო ოპოზიციას - 2%-იანებს და 1%-იანებს გვეძახდნენ, გაქრით რადარებიდან და ა.შ. ამიტომ უნდა ახსოვდეს ყველას, რომ პოლიტიკაში არის აღმართი და დაღმართი, უნდა იფიქრო რომ ხელისუფლებაში ყოფნა მუდმივი არ არის“, - აცხადებს კუკავა.

პრეზიდენტის კრიტიკაზე რესპუბლიკელების მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს ,,ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი. მამუკა კაციტაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული შეფასება და ერთგვარი გაიგივება ქართული ოცნებისა და რესპუბლიკური პარტიისა, დანახული იყო განვლილი სამწელიწადნახევრიან ჭრილში.

,,ამ პერიოდის განმავლობაში, როცა კოალიციაში შემავალი პარტიები ერთ ხმაში საუბრობდნენ, დღეს არ უნდა იყოს არავისთვის გასაკვირი და მიუღებელი, რომ ვინმემ - იქნება ეს პრეზიდენტი თუ სხვა პირი, გაიხსენოს ის შეფასებები, რომელიც მართლაც არსებობდა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. რესპუბლიკური პარტიის ლიდერები, რომლებიც პოლიტიკაში გამოცდილები არიან, ხშირ შემთხვევაში ივანიშვილის ნათქვამის პოლიტიკურ თარგმანს აკეთებდნენ ხოლმე და რაღაცნაირად ალამაზებდნენ პოლიტიკური თვალსაზრისით. ხშირად ეს იყო იდენტური შეფასება სხვა ტექსტებით და სხვა ტერმინებით და ა.შ. ჩემი აზრით, ეს ჰქონდა მხედველობაში პრეზიდენტს, როცა გაიგივება გააკეთა ქართული ოცნებისა და რესპუბლიკური პარტიის. ამავე კონტექსტში შეიძლებოდა კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების მოხსენიებაც, მაგრამ დღეს რესპუბლიკური პარტიის მდგომარეობა არის სხვაგვარი - ისინი აღარ არიან კოალიციაში, მაგრამ არიან უმრავლესობაში, რჩებიან მთავრობაში, მაგრამ ამავე დროს პირველი დარტყმის ობიექტი გახდნენ კოალიცია ქართული ოცნების ცალკეული სუბიექტების მხრიდან. ასეთ დროს, ნებისმიერი კრიტიკა მათ მიმართ, მითუმეტეს პრეზიდენტის მხრიდან, მტიკივნეულია და მათ უწევთ ამ დარტყმების სხვადასხვა მიმართულებით მოგერიება“ - აცხადებს კაციტაძე.

,,მემარჯვენეების“ ლიდერი ,,რესპუბლიკელების“ პოზიციაში ყოფნას არასასურველად მიიჩნევს, თუმცა მათ მიმართ გამოხატულ კრიტიკასაც ბუნებრივს უწოდებს.

,,არ უნდა გაგიკვირდეს, როცა შენ პოლიტიკურ მზაობას აცხადებ ისეთ ეკლექტურ კოალიციაში ყოფნაზე, როგორიც იყო ქართული ოცნება, ისეთ საკითხებზე ან გაჩუმებაზე ან მხარდაჭერაზე, რომელსაც ამ წლების განმავლობაში პერმანენტულად ჰქონდა ადგილი და ეს პოზიცია გიღირს იმად, რომ შენ კოალიციაში ადგილი შეინარჩუნო და პოლიტიკური დივიდენდები მიიღო, უნდა ფიქრობდე იმაზეც, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება სხვადასხვა ამ ტიპის და ამ ხასიათის კითხვებზე მოგიწიოს პასუხების გაცემა“ - აცხადებს კაციტაძე.

თავდაცვის მინისტრი გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებდა, მაშინაც კი, როცა საქართველოს პრეზიდენტი მედიის თავისუფლებას იცავდა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ხედავდა.

„საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს არავითარი საფრთხე არ ემუქრება ქვეყანაში. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს. როდესაც იწყებ საუბარს, რომ დიალოგს ვიწყებ კონსტიტუციურ წესრიგზეო, მაშინ ამის ნიშნები უნდა იყოს ქვეყანაში. ქვეყნის პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს, ამიტომ სანამ ვინმეს მიუთითებს, რომ ვინმე რამეს ძაბავს, მე ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან ამ ტიპის განცხადების გაკეთება არის ვითარების დაძაბვა“, - აცხადებდა ხიდაშელი 2015 წელს.

როდესაც პრეზიდენტმა ლარის დევალვაციის შესახებ რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოითხოვა, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ ინსტიტუტის შეურაცხყოფა არ იქნებოდა, თუ სხდომაზე დეპუტატების არ გამოცხადდებოდნენ.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები კი, რომელიც საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფას ითვალისწინებს და რომელიც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა, სწორედ ამ ორივე პარტიის წარმომადგენლების თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის ერთობლივი კანონპროექტია.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხებს, რომელიც მაჟორიტარული სისტემის ცვლილებას ითვალისწინებდა, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ და კომისიამ პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად, საკითხის განხილვაც კი არ ჩათვალა საჭიროდ.

„რესპუბლიკელების“ განაწყენება ამჯერად საქართველოს პრეზიდენტის იმ განცხადებას მოჰყვა, რომლითაც გიორგი მარგველაშვილმა დაპირისპირებული მხარეები "რესპუბლიკურ პარტია“ და „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა.

"ჩემთვის ამ პოლიტიკურ ფიგურებს შორის ასეთი სერიოზული განსხვავებები არ არის, იგივე პარტიების და ფრაქციების წარმომადგენლები უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების თაობაზე. პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციაზე, რომ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდებზე სიარულია, თურმე პრეზიდენტი, როცა პარლამენტს მოიწვევს არ უნდა დაუჯერო და ტელევიზიით უნდა უყურო მის გამოსვლას. იმიტომ, რომ თურმე დეპუტატი პარლამენტში არ უნდა მიდიოდეს პრეზიდენტის დაძახილზე. ის ეს არის ის გუნდი რომელიც ხშირად ჩემს ადგილს ვერ ხედავდა საქართველოს პარლამენტში. ეს არის ის გუნდი, ბატონი ”ქართული ოცნების” დეპუტატი და ”რესპუბიკური პარტიის” დეპუტატი უნისონში გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, რომელიც შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა. ეს არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც უნისონში ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტს შესაბამისი კორესპოდენცია არ მიეღო უცხოეთიდან" - აღნიშნა პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42