„ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხებში მინისტრმა, ვოლკან ბოზკირმა განაცხადა.
სავიზო რეჟიმის გაუქმების სანაცვლოდ, ბრიუსელი ანკარისგან ანტიტერორისტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას და ტერორიზმის განსაზღვრების შევიწროვებას ითხოვს. მინისტრის თქმით, თურქეთი ამას არ გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა არ აპირებს ანტიტერორისტულ კანონში ცვლილების შეტანას.
„ჩვენ ჩვენი გზით წავალთ, თქვენ თქვენი გზით იარეთ“- განაცხადა ერდიღანმა.
უვიზო მიმოსვლა ოფიციალურ ანკარასა და ევროკავშირს შორის მარტში მიღწეული შეთანხმების ნაწილია, რომლის მიხედვითაც, თურქეთი საბერძნეთის ტერიტორიაზე გადასულ მიგრანტებს თურქეთში დააბრუნებს და სპეციალურ ბანაკებში მათ ცხოვრებას უზრუნველყოფს.
ევროკომისიამ თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინადადება გასულ კვირას წარადგინა, გუშინ კი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ საკანონმდბელო ინიციატივაზე მუშაობა შეაჩერა.
მასალის გამოყენების პირობები






