გორავ ჩოპრამ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა
ეს საინტერესოა - 21:09, 11 May, 2016     28288

ინდოელმა მსახიობმა, გორავ ჩოპრამ, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობას იღებდა, პროექტი დატოვა, იგი ინდოეთში უკვე გაემგზავრა. პროექტის დატოვების გადაწყვეტილება კონკურსანტმა არხთან შეთანხმებით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიიღო.

„დიდი მადლობა, ეს სიტყვები არ არის საკმარისი იმ მადლიერების გამოსახატავად, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ ვგრძნობ. ამიტომ მხოლოდ მადლობას არ დავჯერდები, ეს ვალია, რომლის გადახდასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შევეცდები“, - განაცხადა ჩოპრამ.

მისი განცხადებით, საქართველოში გატარებული კვირები სიზმარს ჰგავს და გული სწყდება, რომ პროექტის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოუწია.

„მინდოდა ცეკვა გამეგრძელებინა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროექტის დატოვების გადაწყვეტილება, არხის ხელმძღვანელობასთან ერთად მივიღე. გული მწყდება და მადლობას ვუხდი გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის“, - დასძინა ინდოელმა მსახიობმა.

სამშობლოში გამგზავრებამდე, ჩოპრამ თბილისში გაისეირნა და ის ადგილები დაათვალიერა, რომლებიც მისი თქმით ძალიან მოენატრება.

„აქ გატარებული დრო ჩემთვის სიზმარივით არის. როდესაც სახლში დავბრუნდები ალბათ უკეთ გავიაზრებ ყველაფერს, რაც აქ გადამხდა. აჭარული ცეკვა სწრაფად ვისწავლე, იმიტომ, რომ განსაკუთრებულად მოტივირებული ვიყავი, ამ ცეკვამ დიდი სიხარული მომანიჭა, რადგან თითოეული მოძრაობით ვცდილობდი მეთქვა თუ როგორ მიყვარს და როგორი მადლიერი ვარ ქართველი ხალხის“, - აღნიშნავს ვარსკვლავი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42