„აგენტებო, გაითვალისწინეთ: საქართველო სავსეა ახალი თაობის მოდელებით. თუკი ამაში დარწმუნება გჭირდებათ, თვალი გადაავლეთ მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის პოდიუმის ფოტოებს, სადაც ბევრ გოგონას შენიშნავთ გამოკვეთილი ყვრიმალებით, ოქროსფერი ლოკონებითა და დიდი ლურჯი თვალებით.
გაინეტესებთ სახელები? გაიცანით - ელენე მახარაშვილი,
რომელიც წინა წელს ნელ-ნელა საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა. ლიკა რიგვავა, კლასიკური შავთმიანი ქართული სილამაზეით, მარიამ სანოგო - გამჭოლი მზერითდა თათია ახალაია, რომლის ძვლის აგებულებაზე ძალიან ბევრის დაწერა შეიძლება. მაგრამ ყველაზე მეტად დააკვირდით მარიშა ურუშაძეს - მოკლე ხუჭუჭა თმით, ნაზი თვალებითა და “ფუმფულა” ტუჩებით, ასე ვთქვათ, ცოცხალი თოჯინა, რომელიც დღესდღეობით ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია ქვეყანაში.
ერთი სიტყვით, არ მოწყვიტოთ თვალი აღმოსავლეთს, მეგობრებო: კარგი მოდელები ნიუ-იორკის, მილანისა და პარიზიც გარეთაც გვხვდებიან" - წერს ვოგი.
მარიშა ურუშაძე

თათია ახალაია
ლიკა რიგვავა

მარიამ სანოგო

ელენე მახარაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






