"პაშა ბანკი" ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:00, 11 May, 2016     1545

2016 წლის 18 აპრილს "პაშა ბანკი" Global Banking and Finance Review Awards-ის მიერ უკვე მეორედ დასახელდა ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად საქართველოში.

"პაშა ბანკი" საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს და მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. ამ მოკლე დროის მანძილზე ბანკმა არა ერთ საერთაშორისო ბიზნეს ნომინაციაში გაიმარჯვა. მათ შორის არის Global Bankingand Finance Review Awards, რომელიც 2011 წლიდან აფასებს გლობალურ ფინანსურ სექტორში მიმდინარე ცვლილებებს, მიღწევებს და ინოვაციებს. აღნიშნული ორგანიზაცია აჯილდოვებს კომპანიებს ფინანსური წარმატებებისთვის ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა: საბანკო საქმიანობა, დაზღვევა, საპენსიო ფონდები, საკონსულტაციო საქმიანობა, კორპორატიული მართვა, საბროკერო საქმიანობა, პროექტების ფინანსირება, ინვესტირება, ტექნოლოგიები, ქონების მართვა, სავაჭრო ოპერაციების დაფინანსება, უძრავი ქონება და სხვა.

“პაშა ბანკმა ყველაზე სწრაფად მზარდი კორპორატიული ბანკის ნომინაციაში უკვე მეორეჯერ გაიმარჯვა, რაც ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ბანკისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბანკი სწორი მიმართულებით ვითარდება და თითოეული თანამშრომელი შრომობს გუნდის საერთო მიზნების მისაღწევად.როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და თურქეთში, მაღალი ხარისხის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების უზრუნველყოფით და მსხვილი პროექტების დაფინანსებით ჩვენ ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. პაშა ბანკი ერთგულია დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული ბიზნეს მიდგომის, რომელიც ეყრდნობა ბიზნეს ეთიკას, სანდოობას და სტაბილურობას. ვფიქრობ, რომ მსგავსი საერთაშორისო აღიარებები გვმატებს თავდაჯერებულობას და მოტივაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ახალგაზრდა ორგანიზაციებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, “ აღნიშნა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42