1 წლამდე ბავშვები შებინდების მერე სასეირნოდ აღარ გაიყვანოთ- რეკომენდაციები სეზონურ ინფექციებთან დაკავშირებით
ჯანმრთელობა - 13:57, 11 May, 2016     57585
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ზაფხულის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სეზონურ ინფექციებზე ისაუბრა და ყურადღება ლეიშმანიოზსა და მალარიაზე გაამახვილა, როგორც იმნაძემ აღნიშნა აღმოსავლეთ საქართველოში ლეიშმანიოზის რამდენიმე ათეული შემთხვევა ვლინდება. იმნაძის თქმით, დაავადების გადამტანი მწერები შებინდებისას გამოდიან და მათი ნაკბენის შემჩნევა შეუძლებელია. , კბენის შემთხვევები ივნისის მეორე ნახევრიდან იწყება, ხოლო დაავადების გამოვლენა შემოდგომის ბოლოს ხდება.

პაატა იმნაძე მშობლებს ურჩევს წლამდე ასაკის ბავშვები შებინდების მერე სასეირნოდ არ გაიყვანონ, რადგან ლეიშმანიოზის გამომწვევი მწერი სწორედ შებინდების მერე დაფრინავს. წლის ზემოთ ბავშვებს კი მწერების დამაფრთხობელი საშუალება წაუსვან და ღია დაუცველი კანით არ გაასეირნონ. ასევე ერთ-ერთი რეკომენდაცია ფანჯრებზე მწერებისგან დამცავი ბადეების გაკეთებაა.

,,ლეიშმანიოზის გამომწვევი მწერი შებინდებისას აქტიურდება, აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ 1 წლამდე ბავშვებს დაუცველი კანით შებინდების მერე სასეირნოდ აღარ გამოიყვანენ. ლეიშმანიოზი კოღოზე პატარა მწერია, ფლებოტომუსი ჰქვია და ქინქლაზე ოდნავ დიდია. ის საფრთხეს ძირითადად ბავშვებისთვის წარმოადგენს. მოზარდებშიც საშიშია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათ რაიმე იმუნური სისტემის დარღვევა აქვთ. ძირითადი რეზერვუარი ძაღლია. ამიტომაც თუ ძაღლი გყავთ, ვეტერინარს შეამოწმებინეთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია მალარიის ადგილობრივი შემთხვევები არ ვლინდება.

,,ეს დაავადება ქვეყანაში არ გვაქვს, მაგრამ კოღო არის, ამიტომ თუ ის გავრცელდა, ესე იგი შემოიტანეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ, მისი თქმით ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები საქართველოს შავი ზღვისპირეთში ფართომასშტაბიან სადეზინფექციო სამუშაოებს გეგმავენ.

პაატა იმნაძის განცხადებით, იგი არ ელოდება საქართველოში ზიკას, დენგეს და ჩიკუნგუნიას ინფექციების გავრცელებას. რაც შეეხება ბოტულიზმს, იმნაძე მოსახლეობას ურჩევს, ნუ დაამზადებენ ისეთი პროდუქტების კონსერვს, რისი თერმულად დამუშავებაც გახსნის შემდეგ აღარ შეიძლება. ასევე, იმნაძის რჩევაა, მალფუჭებადი პროდუქტები მაცივარში შეინახონ, ხოლო ბუნებაში გასვლისას, წყალი ბოთლიდან მიიღონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42