საქართველოში საწვავის მოხმარება იზრდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:38, 11 May, 2016     4563

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით მიმდინარე წლის აპრილის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 87,1 ათასი ტონა, რაც 13,5 ათასი ტონით აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 45,4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 41,7 ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2016 წლის აპრილის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 32,2 ათასი ტონა ანუ 70,9%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 11,7 ათასი ტონა ანუ 25,8%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,5 ათასი ტონა ანუ 3,3%.

ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის აპრილის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 36,2 ათასი ტონა ანუ 86,8%, L-62 დიზელის საწვავი - 5,5 ათასი ტონა ანუ 13,2 %.

ქვეყნების მიხედვით 2016 წლის აპრილის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 27,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 21 ათასი ტონა (24,1%), ბულგარეთი - 13,8 ათასი ტონა (15,9%), აზერბაიჯანი - 13,4 ათასი ტონა (15,4%), საბერძნეთი - 7,5 ათასი ტონა (8,6%), თურქმენეთი - 3,4 ათასი ტონა (3,9%), უკრაინა - 0,7 ათასი ტონა (0,8%), დიდი ბრიტანეთი - 0,1 ათასი ტონა (0,1%).

მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში განხორციელდა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი უფრო მეტი ოდენობით, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, რაც თავის მხრივ განპირობებულია ნავთობპროდუქტებზე მოხმარების ზრდით. ამაზე გავლენა მოახდინა ერთის მხრივ იმან, რომ ბენზინზე დაბალი ფასის გამო ავტოგაზის მომხმარებელი ისევ ბენზინის მოხმარებას დაუბრუნდა. მეორეს მხრივ, საწვავის მოხმარება პირდაპირ კავშირშია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების, ინფრასტრუქტურული პროექტების, მშენებლობის, სატრანზიტო გადაზიდვების ზრდასთან, ზოგადად ეკონომიკის გააქტიურებასთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საწვავის გაზრდილი მოხმარების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტი გადასახადების სახით უფრო მეტ თანხებს იღებს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე პერიოდში ფიქსირდება ასევე ყველა სხვა ნავთობპროდუქტის იმპორტის ზრდაც. კერძოდ:

მიმდინარე წლის აპრილის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 12,7 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 5,8 ათასი ტონით აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს.

მ/წლის აპრილის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8 ათასი ტონა, რაც 0.2 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს.

2016 წლის აპრილის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 8,3 ათასი ტონა, რაც 6,3 ათასი ტონით აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42