10:00 საათზე - სასტუმრო რედისონში კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის კამპანია "სამართლი ითხოვს" ფარგლებში მასპინძლობს საზოგადოებრივ ფორუმს საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებზე.
ფორუმზე განხილული იქნება კოალიციის რეკომენდაციები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის, საქმეთა განაწილებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხებზე.
11:00 – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, კონსტანტინე სალუქვაძე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს,
თემა: კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრის ალტერნატივა საკითხის რეფერენდუმზე გატანა უნდა იყოს.
მისამართი: ქ. თბილისი, იოსებიძის ქუჩა #57, I სართული.
საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი ზოიძე, 599 291202
12:30 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა. ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
13:00 საათზე - საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.
13:00 საათზე - პარტია "რეფორმატორების" თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი პარტიის გენერალურ მდივანთან ერთად საქართველოს მთავარ პროკურატურასთან აქცია–ბრიფინგს გამართავს.
თემა: პროკურატურის უმოქმედობა და მიმართვა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. საკონტაქტო 591519951
მისამართი: ვახტანგ გორგასლის 24
13:30 საათზე - ვაზიანის აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ ოფიციალურად გაიხსნება. ოფიციალური პირების სიტყვით მიმართვების შემდეგ, წვრთნაში მონაწილე ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრობის მონაწილეობით გაიმართება საჩვენებელი სწავლება - საჰაერო-სადესანტო ოპერაცია და ობიექტზე შეტევის ამოცანა.
„ღირსეული პარტნიორის“ გახსნის ოფიციალური ცერემონიალი სწავლებაში ჩართული ამერიკული ტექნიკის - M1A2 ტიპის ტანკებით „ABRAMS“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანებით „M2 BRADLEY“ ჩავლით დასრულდება.
საკონტაქტო პირები: თეო კერძევაძე 577 19 00 96; ირაკლი გურგენიძე 577 19 88 66; გიორგი თუხარელი 595 26 25 26
14:00 საათზე - ,,აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო განხილვის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება.
მის: თბილისის, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ოფისში, კოსტავას ქ.#5.
მასალის გამოყენების პირობები






