შსს მერიას 19 აპრილთან დაკავშირებით საკოორდინაციო ჯგუფის შექმნას სთავაზობს
საზოგადოება - 15:16, 15 Apr, 2013     578


შსს-ს განცხადება უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"მიმდინარე წლის 19 აპრილს ქ. თბილისში პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი შეკრების (მანიფესტაციის) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო ქ. თბილისის მერიას და მანიფესტაციის ორგანიზატორებს საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის ინიციატივით მიმართავს.

 

სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო ვალდებულებას წარმოადგენს 19 აპრილს დაგეგმილი შეკრების (მანიფესტაციის) მშვიდობიანი ფორმით ჩატარება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება.

 

საკოორდინაციო ჯგუფის უმთავრესი ამოცანა იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და კანონით გათვალისწინებული მოქმედებების კოორდინირებულად განხორციელება, მათ შორის, მიზანმიმართული პროვოკაციებისაგან თავის დაზღვევის მიზნით რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და ეფექტიანი პრევენციული მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს მანიფესტანტების, მათ შორის, იმ პირების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელიც შეიძლება საჭიროებდეს სახელმწიფოს მხრიდან დაცვას.

 

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის და ასევე სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა შესრულების და ურთიერთკოორდინირებული მოქმედებების დროული განხორციელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ქ. თბილისის მერიისა და საქართველოში წარმოდგენილი უფლებადამცველი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრაზე იწვევს.

 

დღეს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე ჭიკაიძემ წერილობითი ფორმით მიმართა ქ. თბილისის მერ გიგი უგულავას, რათა 17 აპრილამდე შეიქმნას ერთობლივი საკოორდინაციო ჯგუფი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42