მარკ ტვენის ცხოვრებისეული ციტატები
ეს საინტერესოა - 20:31, 09 May, 2016     10129

1. ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება - ჭამო ის, რაც არ გიყვარს, დალიო ის, რაც არ მოგწონს და მოიქცე ისე, როგორც არ გინდა.

2. კარგი მეგობრები, კარგი წიგნები და მშვიდი სინდისი - აი, იდეალური ცხოვრება.

3. არ შეიძლება დაეყრდნო თვალებს, თუ არ არის ფოკუსირებული გონება.

4. პესიმიზმი - ეს უბრალოდ სიტყვაა, რომელსაც სუსტი ნერვების მქონენი სიბრძნედ აღიქვამენ.

5. იმისათვის, რომ იყო ბედნიერი, საკუთარ სამოთხეში უნდა ცხოვრობდე. ნუთუ ფიქრობთ, რომ ერთი და იმავე სამოთხეს ნებისმიერი ადამიანის დაკმაყოფილება შეუძლია?

6. არაფერი არ არის იმაზე გამაღიზიანებელი, ვიდრე კარგი მაგალითი.

7. მას, ვინც არ კითხულობს კარგ წიგნებს, არ აქვს არავითარი უპირატესობა მასზე, ვინც არ იცის კითხვა.

8. მან, ვინც არ იცის საით მიემართება, გაკვირვებული დარჩება იმით, სადაც აღმოჩნდება.

9. ნაოჭები უნდა ასახავდნენ იმ ადგილებს, სადაც ადრე იყო ღიმილი.

10. ათასობით გენიოსი ცხოვრობს და კვდება დიდების გარეშე - ან არაღიარებულად სხვების მიერ, ან არაღიარებულად საკუთარი თავის მიერ.

11. სისულელის უფლება - თვითგანვითარების ერთ-ერთი გარანტია.

12. კლასიკა - ის რასაც ყველა თვლის აუცილებლად წასაკითხად და არავინ კითხულობს.

13. სასტიკი მარტობაა - ის, როცა ადამიანი არაკომფორტულად გრძნობს თავს საკუთარ თავთან.

14. 1 აპრილი - დღე, რომელიც გვახსენებს ვინ ვართ დანარჩენი 364 დღის მანძილზე.

15. არ არის არაფერი იმაზე ამაზრზენი, ვიდრე ადამიანი, რომელიც საკუთარ ხუმრობას ხსნის.

16. ხშირად ადამიანის დაბნეულობაში შესაყვანად ყველაზე სწორი გზა, მისთვის სიმართლის თქმაა.

17. მოწევისთვის თავის დანებებ მარტივია, მე მისთვის თავი ასჯერ დამინებებია.

18. არასდროს ვაძლევდი სკოლას უფლებას, ჩარეულიყო ჩემს განათლებაში.

19. უკეთესია იყო ჩუმად და ყველას სულელად მოეჩვენო, ვიდრე ალაპარაკდე და გაფანტო ყველა ეჭვი.

20. თუ გჭირდება ფული - მიაკითხე უცნობებს, თუ გჭირდება რჩევა - მიაკითხე მეგობრებს, თუ არაფერი გრჭირდება - მიაკითხე ახლობლებს.

21. დაისახეთ მიზნად ყოველდღიურად ის, რაც შეუძლებელია. ეს დაგეხმარებათ შეასრულოთ საკუთარი მოვალეობა ზიზღის გარეშე.

22. თუ შეამჩნიეთ, რომ უმრავლესობის მხარეს ხართ - ეს კარგი მაგალითია იმისათვის, რომ შეიცვალოთ.

23. არ გადადოთ ის საქმე ხვალისთვის, რომელიც შეგიძლიათ გადადოთ ზეგისთვის.

24. როცა ეჭვი გეპარებათ, თქვით სიმართლე.

25. როცა გაბრაზებული ხარ - დაითვალე ოთხამდე, როცა ძალიან გაბრაზებული ხარ - იჩხუბე.

26. არასდროს ეკამათოთ იდიოტებს. თქვენ დაეცემით მათ დონემდე, სადაც ისინი საკუთარი გამოცდილებით გაგანადგურებენ.

27. სიმართლე - ყველაზე ღირებული, რაც გაგვაჩნია. მოდით ეკონომია გავუწიოთ მას.

28. მოდით ვიცხოვროთ ისე, რომ თვით მეკუბოვესაც კი დავენანოთ, როცა მოვკვდებით!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42