კატინი - სისასტიკე და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ
მსოფლიო - 15:10, 09 May, 2016     16188

1940 წელს 20 ათასზე მეტი პოლონელი სამხედრო მძევალი უგზოუკლოდ გაქრა საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდამ. დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა, რომ ისინი ნაცისტებმა მოკლეს. მაგრამ 1990 წელს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა გაასაჯაროვა დოკუმენტების ნაწილი კატინის დახვრეტების შესახებ და ისინი პოლონეთს გადასცა. სიმართლემ მსოფლიო შეძრა.

1943 წელს, სმოლენსკის რაიონის ოკუპაციის დროს, კატინის ტყეში პირველად აღმოაჩინეს ადამიანთა ჩონჩხები, რომლებსაც პოლონელი სამხედროების უნიფორმები ეცვათ.

ტრაგედია თვითმხილველების გარეშე

1940-იან წლებში ელიგერის ტბის მიმდებარედ ერთ-ერთ კუნძულზე ოსტაშკოვის ბანაკი მდებარეობდა, სადაც 5 ათასზე მეტი პოლონერი სამხედრო მოხელე და პოლიციელი იმყოფებოდა. ტყვეები საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გადაიყვანეს, როცა გერმანული არმია და საბჭოთა კავშირის სამხედროები პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ქვეყანა გაიყო. ტყვეები რამდენიმე ბანაკში გადაანაწილეს: ოსტაშკოვში, სტარობელსკსა და კოზელსკიში.

1939 წელს მოსკოვში ხელი მოაეწრე „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტს“ გერმანიასა და სსრკ-ს შორის, ანუ ე.წ. „ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტს„. შეთანხმებას საიდუმლო მოტივები ედო საფუძვლად აღმოსავლეთ ევროპის დანაწილების თვალსაზრისით. პირველ სექტემბერს გერმანია პოლონეთს დაესხა თავს, 17 სექტემბერს კი ქვეყანაში სსრკ-ს სამხედროებიც შევიდნენ. პოლონეთის არმიამ არსებობა შეწყვიტა.

ოსტაშკოვის ბანაკში გადანაწილებულნი იყვნენ პოლონეთის პოლიციის მაღალჩინოსანი და მესაზღვრე ტყვეები. ამ დრომდე შენარჩუნებულია მათ მიერ აშენებული დამბა, რომელიც კუნძულს გარე სამყაროსთან აკავშირებს. პოლონელები აქ 6 თვეზე დიდხანს იმყოფებოდნენ. 1940 წელს სამხედრო ტყვეების გაგზავნა ამოუცნობი მიმართულებით დაიწყეს.

1943 წელს, სმოლენსკის მიმდებრედ, კატინში მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს. გერმანელმა სამხედრო-სამედიცინო ექსპერტებმა განაცხადეს: ტყეში 7 სამარხში 4 ათასზე მეტი პოლონელი სამხედროს ცხედარია აღმოჩენილი. ეგსჰუმაციას ცნობილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, პროფესორი გერჰარდ ბუტცი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით მან საკუთარი დასკვნები „წითელ ჯვარს“ წარუდგინა.

1943 წელს ვარშავაში გამოჩნდა ე.წ. „კატინის სიები“. ყოველდღიურად სიები იზრდებოდა ცხედრების ამოცნობის შედეგად.

1943 წლის ბოლოს სსრკ-ს სამხედროებმა სმოლენსკის რაიონი გაათავისუფლეს. მოგვიანებით კატინის ტყეში მიმდინარე სამუშაოებს სათავეში საბჭოთა კავშირის ცნობილი ქირურგი ნიკოლაი ბურდენკო ჩაუდგა. კომისიის მოვალეობაში შედიოდა ის, რომ მას უნდა აღმოეჩინა მტკიცებულება იმისა, რომ პოლონელი ტყვეების მკვლელობა გერმანელებმა ჩაიდინეს გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმის შემდეგ.

ისტორიკოსების განცხადებით, იმის მტკიცებულებად, რომ პოლონელი ტყვეების დახვრეტა გერმანიის ორგანიზებული იყო, დაიდო ის, რომ სამარხებში აღმოაჩინეს გერმანული იარაღი „ვალტერი“. ეს დაედო საფუძვლად იმას, რომ პოლონელები გერმანელებმა გაანადგურეს. ამასთანავე, ადგილობრივებში დაეძებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ეს სისატიკე სსრკ-მ ჩაიდინა, მათი ბედი დღემდე უცნობია.

1944 წელს, საბჭოთა კავშირის კომისიამ კატინის ტყეში მუშაობა დაასრულა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი აღმართეს ჯვარი წარწერით, რომ „აქ განისვენებენ პოლონელი ჯარისკაცები, რომლებიც ჰიტლერის რეჟიმმა 1941 წელს შეიწირა“. მემორიალის გახსნის ცერემონიალს კოსციუშკოს დანაყოფის პოლონელი სამხედროები ესწრებოდნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირის მხარეს იბრძოდნენ.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, კატინის ტრაგედიაზე ყოველგვარი მითქმა-მოთქმა დანაშაულად ითვლებოდა. აღნიშნულ თემას ტაბუ დაედო. ბურუსით მოცულ საქმეზე სიჩუმე ნახევარ საუკუნეზე დიდხანს გაგრძელდა.

საიდუმლოს ფარდა ეხსნება

კატინის საქმის დოკუმენტებზე მრავალი წლის განმავლობაში ხელი მხოლოდ პარტიის „რჩეულ ჩინოვნიკებს“ მიუწვდებოდათ. დოკუმენტების უმრავლესობას გრიფი საიდუმლო ედო და ისინი სრულებით გასაიდუმლოებულნი გახლდათ. 1990 წელს მიხაილ გორბაჩოვის განკარგულებით, ეს პაკეტი და მასალა კატინის საიდუმლოს შესახებ პოლონურ მხარეს გადაეცა. საუბარია მასალის უმნიშვნელოვანეს ნაწილზე - ლავრენტი ბერიას ჩანაწერზე სტალინისადმი, რომელიც 1940 წლით თარიღდება. ჩანაწერის მიხედვით, პოლონელი ტყვეები „ცდილობდნენ კონტრრევოლუციური საქმიანობის გაგრძელებას“, სწორედ ამიტომ ბერია სტალინს მათ დახვრეტას ურჩევდა.

ამ ფაქტის გასაჯაროვების შემდეგ, აუცილებელი გახდა ყველა დახვრეტილი პოლონელი სამხედრო ტყვეს სამარხის პოვნა. ნაკვალევი ოსტაშკოვში მიდიოდა, სადაც ბანაკი იყო განლაგებული. გამომძიებლებს ამ საქმეში უმკაცრეს რეჟიმსა და დროებას გადარჩენილი თვითმხილველები დაეხმარნენ. მათ დაადასტურეს, რომ 1940 წელს ტყვეები რკინიგზის მეშვეობით გაჰყავდათ, ისინი კი ცოცხალები აღარავის უნახავს. ადგილობრივებმა მხოლოდ ათწლეულების შემდეგ გაიგეს, რომ ტყვეები კალინინში მიჰყავდათ.

კალინინის მემორიალის მოპირდაპირედ მდებარეობდა სსრკ-ს საშიანო საქმეების სახალხო კომისარიატის შენობა, სწორედ აქ ხვრეტდნენ პოლონელ ტყვეებს, ამის შესახებ სსსკ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დმიტრი ტოკარევმა დაკითხვის დროს განაცხადა.

ყოველი ღამის განმავლობაში აღნიშნული შენობის სარდაფში 300 ტყვეს ხვრეტდნენ. დახვრეტამდე ტყვეები სათითაოდ ჩაჰყავდათ სარდაფში, სავარუდოდ მონაცემთა გადასამოწმებლად. სწორედ აქ ართმევდნენ მათ პირად და ძვირფას ნივთებს. მხოლოდ ამ მომენტიდან ხვდებოდნენ ტყვეები, რომ ამ ადგილიდან ცოცხლები ვეღარ გავიდოდნენ.

1991 წლის ერთ-ერთ დაკითხვაზე ტოკარევი დათანხმდა სქემის დახაზვას, რომელიც გამოძიებას მიიყვანდა იმ ადგილთან, სადაც პოლონელი ჯარისკაცები და ტყვეები იყვნენ დამარხულნი. ზემოთ აღნიშნული შენობიდან მოცილებით მდებარეობდა სოფელი მედნოე, სადაც სსრკ-ს მაღალჩინოსანთა მოსასვენებლი სახლი იდგა, მიმდებარე ტერიტოირაზე კი თავად ტოკარევის დაჩაც კი იყო.

1991 წელს სწორედ ამ დაჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო გათხრები. რამდენიმე დღეში პირველი სასტიკი აღმოჩენები გაკეთდა.

ახალი „სისასტიკე“

2010 წელს პოლონელი ტყვეების დახვრეტიდან 70 წელი გავიდა. 7 აპრილს კატინის ტყეში სამგლოვიარო ცერემონიალი გაიმართა, სადაც გარდაცვლილთა შთამომავლები და ახლობლები მივიდნენ, ასევე რუსეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები.

სამი დღის შემდეგ კატინთან ახლოს ავიაკატასტროფა მოხდა. პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი სმოლენსკის რაიონის მიმდებარედ ჩამოვარდა. კაჩინსკი გარდაიცვალა. იგი სამგლოვიარო ცერემონიალს უნდა დასწრებოდა.

„კატინის საქმისთვის“ წერტილის დასმა ადრეა. სამარხების ძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42