"ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა, ევროპის მშვიდობას საფრთხეს შეუქმნის" - დევიდ ქემერონი
მსოფლიო - 10:53, 09 May, 2016     2658
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ ქემერონის განცხადებით, თუკი ბრიტანელები ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭერენ მხარს, ეს ევროპაში მშვიდობას შეუქმნის საფრთხეს.

“ყოველთვის, როცა ევროპას ზურგი ვაქციეთ, ადრე თუ გვიან ეს ვინანეთ. ჩვენ ყოველთვის უკან დაბრუნება გვიწევდა და ეს ყოველთვის ძვირი გვიჯდებოდა“ – „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დღეს განაცხადა.

დევიდ ქემერონის თქმით, ბრიტანეთის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ქვეყნებთან და ეს დასტურდება იმ ისტორიული მოვლენებით, როგორიცაა ვატერლოოსა და ტრაფალგარის ბრძოლები, პირველი და მეორე მსოფლიო ომები...

“ჩვენ ვამაყობთ მსოფლიო გავლენით და გლობალური კავშირებით, თუმცა ბრიტანეთი ყოველთვის იყო ევროპული სახელმწიფო და ასეთად დარჩება. ჩვენ ვიცით, რომ გლობალურ სახელმწიფოდ და ამავე დროს ევროპულ სახელმწიფოდ ყოფნა, ურთიერთგამომრიცხავი ცნებები არ არის“ - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ რეფერენდუმი 13 ივნისს ჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42