08:20 საათზე - საქართველოს პრეზიდენტი თბილისში, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს.
10:00 საათზე - გაიმართება პლატფორმა „დაიცავი თავისუფლებას“ ღონისძიება თემაზე, „რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია საქართველოში: წყაროები და გამოწვევები“.
მის: მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო Rooms
10:30 საათზე - ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს პარლამენტის სახელით გვირგვინით შეამკობენ ვაკის პარკში მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავს
თბილისი, ვაკის პარკი, უცნობი ჯარისკაცის მემორიალი
11:00 საათზე - "პირველ პრესკლუბში" პოლიტოლოგი ვალერი გელბახიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს შეაფასებს.
მის.: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
11:30 საათზე - საქართველოს პრეზიდენტი გურჯაანში, დიდების მომორიალს-უცნობი ჯარისკაცის მამის ობელისკს გვირგვინით შეამკობს და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს შეხვდება.
11:30 საათზე - „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
11:30 საათზე - “პრაიმტაიმის” პრესკლუბში საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის თავმჯდომარე გიორგი გაბედავა 17 მაისთან დაკავშრებით განცხადებას გააკეთებს და წლევანდელ აქციის გეგმაზე ისაუბრებს.
11:30 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში, „ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: რუსული არხების აკრძალვა საქართველოში
12:00 საათზე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გაიმართება საიას და აუდიტორია 115-ის წევრების ერთობლივი პრესკონფერენცია, რომლის მონაწილეები საზოგადოებას მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე. საია იცავს აუდიტორია 115-ის წვერების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში.
მისამართი, თბილისი კახიძის #15
12:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: აქციები „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ, ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებული პროცესები; არჩევნები, წინასაარჩევნო კამპანია; რუსული არხების აკრძალვა საქართველოში.
12:30 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში, საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: აქციები „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ, ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებული პროცესები; არჩევნები, წინასაარჩევნო კამპანია; რუსული არხების აკრძალვა საქართველოში.
13.00 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს.
გთხოვთ, ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, ხვალ, 11.00 საათამდე მოგვაწოდოთ თქვენი ვინაობა და პირადი ნომერი, აეროპორტის დაცვის სამსახურისთვის გადასაცემად.
შეკრება 12.15 საათზე აეროპორტის ცენტრალურ, გამგზავრების ტერმინალში.
13:00 საათზე - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართება მოწვეული ექსპერტის მიერ შემუშავებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში და მისგან გამომდინარე შესაბამის ნორმატიულ აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია
თბილისი, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტი"
15:00 საათზე - “პრაიმტაიმის” პრესკლუბში კულტურის სამინისტროში არსებულ სავარაუდო კორუფციულ ფაქტებსა და ინტერესეთა კონფლიქტის შესახებ შოუბიზნესში მოღვაწე კოპანიები „ბრავო რექორდსის“ ხელმძღვანელი ზაზა შენგელია, „ალტერ ვიჟენის“ წარმომადგენელი აჩიკო გულედანი, „ბასიანი“ - ს წარმომადგენელი ზაზა ორაშვილი, summer set - ის წარმომადგენელი მირანდა ესაკია განცხადებას გააკეთებენ.
15:30 საათზე - ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანთა პატივსაცემად საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქართველების შესახებ საქართველოში დაცული ისტორიული დოკუმენტების, ფოტო და ვიდეო მასალის გამოფენა. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები
თბილისი, საქართველოს პარლამენტი, შოთა რუსთაველის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)
მასალის გამოყენების პირობები






