ყველაზე მკვეთრი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკიავიჩუსის განცახდება იყო: "დელეგაციის გაგზავნა მოსკოვში, რათა პატივი მივაგოთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებსა და ვეტერანებს, არ არის საუკეტესო გადაწყვეტილება, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც მსოფლიო უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის მომსწრე გახდა." - აღნიშნა მან.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ანტონი მაცერევიჩის მოკლე განცხადებით, ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი ყველა ღონისძიება პოლონეთში გაიმართება და იგი დელეგაციის მოსკოვში გაგზავნის საჭიროებას ვერ ხედავს.
სლოვაკეთის უარის შესახებ ანალოგიური განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პრეს-სამსახურის უფროსმა გააკაკეთა.
ჩეხეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 71 წლისავის აღსანიშნავი ღონისძიებები პრაღასა და ბრნოში 8-9 მაისს იმართება და ისინი ამ თარიღს სამშობლოში აღნიშვნას აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






